თეოფანე დავითაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5
No edit summary
 
ხაზი 3:
'''თეოფანე ფარნას ძე დავითაია''' (დ. [[15 სექტემბერი]] <small>[ძვ. სტ. 2 სექტემბერი]</small>, [[1911]], [[ეკი]], [[სენაკის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[29 ივნისი]], [[1979]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველი]] [[გეოგრაფი]], [[კლიმატოლოგია|კლიმატოლოგი]] და [[აგრომეტეოროლოგია|აგრომეტეოროლოგი]]. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1951), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1960), [[პროფესორი]] (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). [[სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი|სანქტ-პეტერბურგისა]] (1950–1951) და [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი|მოსკოვის]] (1955-1961) უნივერსიტეტების [[პროფესორი]]; [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის]] დირექტორი (1962–1979); [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] პრეზიდენტი (1970-1979); [[საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი]]ს ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979). [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი 1939 წლიდან.
 
დიდი წვლილი მიუძღვის [[კლიმატი]]სა და [[ამინდი]]ს არახელსაყრელ პირობებთან ([[გვალვა]], [[ხორშაკი]], [[წაყინვა]]) ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა [[აგროკლიმატური დარაიონება|აგროკლიმატური დარაიონებისა]] და [[კლიმატი]]ს სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ატლასის“ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა „კუბის[[კუბის ეროვნული ატლასი“ატლასი]]. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 26:
 
==ჯილდოები==
მინიჭებული აქვს სამჯერ ალექსანდრე ვოეიკოვის პრემია (ორჯერ 1956 და 1966 წლებში), სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის დიდი ვერცხლისა (1962) და ოქროს (1964) მედლები. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია, 1972 წელს კუბის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომი და დიდი ოქროს მედალი. 1973 წელს [[კუბის ეროვნული ატლასისატლასი]]ს შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა [[სსრკ სახელმწიფო პრემია]], ხოლო 1976 წელს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიდი ოქროს მედალი. აგრეთვე დაჯილდოებულია მეორე მსოფლიო ომის „საპატიო ნიშნით“. 1980 წელს აირჩიეს კუბის სპელეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად (გარდაცვალების შემდეგ).
 
==იხილეთ აგრეთვე==