ვაშლი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 2:
'''ვაშლი''' (Malus), ხე და ბუჩქოვან მცენარეთა გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] (Rasaceae) ოჯახისა. მოიცავს 33 ველურ სახეობას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მცირე აზიასა და კავკასიაში ფართოდაა კულტივირებული აღმოსავლური ვაშლი (მაჟალო) (Malus Orientalis).
ველური ვაშლი ძვირფასი მასალაა ხილის გადასამუშავებელი მრეწველობისათვის. თესლს იყენებენ საძირეების მისაღებად, მასზე ამყნობენ ვაშლის კულტურულ ჯიშებს. ზოგი სახეობა გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. ყველა ვაშლის ყვავილს საუცხოო [[ნექტარი]] აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის ნაყოფის ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 გ-ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო,
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს [[შაქარი|შაქარს]] ([[ფრუქტოზა]], [[გლუკოზა]], [[საქაროზა]]), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, [[მურაბა]]ს, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა). ვაშლის კულტურულ ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ, ამისათვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტურული ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. ძლიერ საძირეზე დამყნობით დიდი ხე იზრდება, დუსენზე დამყნობით - საშუალო ხე.
|