ფილების ტექტონიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ფილების ტექტონიკა''' ({{lang-la|label=[[Late Latin]]|tectonicus;}} {{lang-grc|τεκτονικός|lit=pertaining to building}}) — საყოველთაოდ აღიარებული [[სამეცნიერო თეორია]], რომლის თანახმად, [[დედამიწის ლითოსფერო]] შედგება რიგი მსხვილი ტექტონიკური ფილისგან, რომელთა ნელა მოძრაობა დაიწყო დაახლოებით 3.4 მილიარდი წლის წინ. მოდელი დაფუძნებულია [[კონტინენტური დრიფტი]]ს კონცეფციაზე, რომლის იდეა განვითარდა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] პირველი ათწლეულის განმავლობაში. ფილების ტექტონიკა გეომეცნიერთა მიერ საყოველთაოდ გახდა აღიარებული [[ზღვის ფსკერის სპრედინგი]]ს დამტკიცების შემდეგ, 1960-იანი წლების შუა ხანების ბოლოს. [[დედამიწის ლითოსფერო]], როგორც [[დედამიწა|დედამიწის]] ყველაზე გარე, მყარი გარსი ([[ქერქი (გეოლოგია)|ქერქი]] და [[ზედა მანტია]]), დაყოფილია შვიდ ან რვა ძირითად (განსაზღვრულობის მიხედვით) და მრავალრიცხოვან მცირე ფილად ან „ფირფიტად“. იქ, სადაც ფილები ერთმანეთს ხვდება, მათი ფარდობითი მოძრაობა განსაზღვრავს ფილების საზღვრის ტიპს: [[კონვერგენტული საზღვარი|კონვერგენტულს]], [[დივერგენტული საზღვარი|დივერგენტულს]] ან [[ტრანსფორმული საზღვარი|ტრანსფორმულს]].
 
[[მიწისძვრა]], [[ვულკანური აქტივობა]], [[მთათწარმოშობა]] და [[ღრმა ზღვის ღარი]]ს წარმოქმნა მიმდინარეობს ამ ფილების საზღვრის გასწვრივ. ფილების ფარდობითი მოძრაობა ტიპურად მერყეობს ნულიდან 10 სმ-მდე წელიდადში. ტექტონიკური ფილები შეიცავს ოკენურ ლითოსფეროსა და მსხვილ კონტინენტურ ლითოსფეროს, რომლებიც დაფარულია საკუთარი ქერქით. კონვერგენტული საზღვრების გასწვრივ ორი ფილა ერთმანეთისკენ გადაადგილდება; დაკარგული მასალის ფართობი ზღვის ფსკერის სპრედინგით დაბალანსებულია ახალი (ოკეანური) ქერქის ჩამოყალიბებით დივერგენტული კიდეების გასწვრივ. ამგვარად, ლითოსფეროს [[გეოიდი]]ს ზედაპირის საერთო ფართობი მუდმივი რჩება. ფილების ტექტონიკის ასეთი პროგნოზი აგრეთვე მოიხსენიება, როგორც სარტყლის კონვეიერის პრინციპი. ადრინდელი, უარყოფილი იდეებიდან აღსანიშნავია თანდათანობით [[კონტრაქციის ჰიპოთეზა||შეკუმშვის]] (კონტრაქციის) ან [[დედამიწის გაფართოება|დედამიწის თანდათანობით გაფართოების]] ჰიპოთეზები. ტექტონიკურ ფილებს მორაობის უნარი აქვთ, ვინაიდან დედამიწის ლითოსფეროს გააჩნია უფრო დიდი მექანიკური სიმტკიცე, ვიდრე ქვეგაწოლილ ასთენოსფეროს[[ასთენოსფერო]]ს. მანტიის გვერდითი სიმჭიდროვის ცვლილება კონვექციის შედეგია; ამის მიზეზია დედამიწის მყარი მანტიის ნელი, მცოცავი მოძრაობა. ითვლება, რომ ფილების გადაადგილებას იწვევს ზღვის ფსკერის მოძრაობა სპრედინგული ქედების გასწვრივ და ქერქის სიმჭიდროვის ცვლილება. სუბდუქიის[[სუბდუქცია|სუბდუქციის ზონებზე]] შედარებით ცივი, მჭიდრო ოკეანური ქერქი „ჩაწოლილია“ ან [[დედამიწის მანტია|მანტიაშია]] დაძირული ქვემოთკენ [[მანტიური უჯრედისუჯრედი]ს კონვერგენტულ ფრთაზე. თითოეული ამ ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობა და ერთმანეთთან კავშირი გაურკვეველია და ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი განხილვის საგანია.