ფილების ტექტონიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
გვერდი დაცარიელდა
იარლიყი: დაცარიელება
ხაზი 1:
[[ფაილი:Plates tect2 en.svg|300პქ|მინი|ლითოსფეროს ფილაქნების რუკა]]
[[ფაილი:Tectonicplates Serret.png|მინი|300პქ|ტექტონიკური ფილები]]
'''ფილების ტექტონიკა''' ('''ახალი გლობალური ტექტონიკა''') — [[ლითოსფერო]]ს მოძრაობის თანამედროვე გეოლოგიური თეორია, მობილიზმის სახესხვაობა. დასრულებული კონცეფციის სახით ჩამოყალიბდა [[1968|1968 წელს]] ([[ბრაიან აიზექსი]], [[ჯეკ ოლივერი]], [[ლინ საიქსი]] და სხვა).
 
მას საფუძვლად დაედო ამერიკელი მეცნიერების [[რობერტ სინკლერ დიტცი]]ს, და [[ჰარი ჰესი]]ს ჰიპოთეზა ოკეანური ფსკერის გაფართოების შესახებ, მაგრამ ფილების ტექტონიკის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ [[1929]] წელს დასახა შოტლანდიელმა გეოლოგმა [[ართურ ჰოლმზი|ართურ ჰოლმზმა]], რომელმაც გააერთიანა ქერქქვეშა დინებების ([[ოტო ამპფერერი]]), რადიოგენური (ჯ. ჯოლი) და კონტინენტების დრეიფის ([[ალფრედ ვეგენერი]]) ჰიპოთეზები.
 
ფილების ტექტონიკის მიხედვით, დედამიწის ლითოსფერო, რომელიც ნაკლებად ბლანტ [[ასთენოსფერო]]ზეა განლაგებული, შედგება ცალკეული დიდი ბლოკებისაგან ანუ ფილაქნებისაგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ. ამ მოძრაობაში მონაწილეობენ [[კონტინენტი|კონტინენტებიც]], რომლებიც ფილაქნების ნაწილს წარმოადგენენ.
 
ფილაქნების სასაზღვრო ზონები მაქსიმალური ტექტონიკის, სეისმურ და ვულკანურ აქტივობას ამჟღავნებენ. ამ ზონების გასწვრივ ხდება ფილაქნების ურთიერთშეცოცება, ქვეშეცოცება ან თარაზული გადაადგილება. [[შუაოკეანური ქედები]]ს რიფტულ ზონებში ფილაქნები ერთმანეთს შორდება და წარმოქმნილი უზარმაზარი ნაპრალი ივსება ასთენოსფეროდან შემოჭრილი ბაზალტური მაგმით. ქერქქვეშა კონვექციური დინებები იწვევს ახლადწარმოქმნილი ოკეანური ფილაქნების გადაადგილებას [[შუაოკეანური ქედები]]დან პერიფერიებისაკენ, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით.
 
კუნძულთა რკალების და კონტინენტების კიდეების გასწვრივ კი ხდება ამ ფილაქნების დაძირვა (ჩაწოვა) კონტინენტური ქერქის ქვეშ. ამ პროცესს თან სდევს
[[დედამიწის ქერქი]]ს შეკუმშვა და [[დედამიწა|დედამიწის]] სიღრმიდან სითბოს, სილიციუმის ორჟანგის, ტუტეების და წყლის ორთქლის გამოყოფა, რაც განაპირობებს [[ვულკანიზმი|ანდეზიტურ ვულკანიზმს]], გრანიტიზაციას, დანაოჭებას და რეგიონულ მეტამორფიზმს.
 
ფილების ტექტონიკამ, რომელიც უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით [[ოკეანე]]ებში მოპოვებულ ახალ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ ფაქტებს ეყრდნობა, დიდი პოპულარობა მოიპოვა.
 
მას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც არ იზიარებენ კონვექციის, ოკეანური ქერქის კონტინენტის ქვეშ დაძირვის მექანიზმის ახსნას და ზოგ სხვა დებულებებს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ბრიტანიკა|463912|ფილების ტექტონიკა}}
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|85-86|}}
* Зоненшайн Л. П., Проблемы глобальной тектоники, «Природа», 1972, №11.
* Вегенер А. Происхождение материков и океанов /пер. с нем. П. Г. Каминского под ред. П. Н. Кропоткина. — Л.: Наука, 1984;
* Добрецов Н. Л., Кирдяшкин А. Г. Глубинная геодинамика. — Новосибирск, 1994;
* Хаин, Виктор Ефимович Основные проблемы современной геологии. М.: изд-во Научный Мир, 2003.
 
{{გეოლოგია}}
 
[[კატეგორია:ფილების ტექტონიკა]]
[[კატეგორია:გეოფიზიკა]]
[[კატეგორია:სეისმოლოგია]]