ნაოჭი (გეოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
ნაოჭის რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი გამოიყოფა: ფრთები, რომლებიც შრეთა გაღუნვის შედეგად მიიღება; გული — ნაოჭის შიგა ნაწილი; თაღი ან ძირი — შრეთა გაღუნვის ადგილი, შარნირი — ცალკეული შრის მაქსიმალური გადაღუნვის ადგილი; ნაოჭის ღერძი — ნაოჭის ორად გამყოფი სიბრტყე ან მრუდე ზედაპირი; ღერძის ხაზი — ხაზი, რომელიც მიიღება ნაოჭის სიბრტყის გადაკვეთისას ჰორიზონტულ სიბრტყესთან. ნაოჭების კლასიფიკაციისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ ფორმას განიკვეთში. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ნაოჭების დანაწილება ღერძული სიბრტყის მდებარეობის მიხედვით. გამოყოფენ ამართულ, დახრილ და გადაბრუნებულ ნაოჭებს. კუთხე, რომელიც იქმნება ნაოჭის ღერძსა და ფრთებს შორის, შეიძლება დანაოჭების სიძლიერის მაჩვენებლად გამოდგეს — რაც უფრო დიდია ეს კუთხე, მით უფრო სუსტია დანაოჭება და პირიქით.
 
როგორც წესი, ნაოჭების თაღები ან ძირები მომრგვალებულია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი კუთხედოვანი ფორმისაა. როდესაც გვაქვს თითქმის შვეული ფრთების მონაცვლეობა ფართო და ბრტყელ ნაოჭის თაღებთან და ძირებთან, მიიღება ეგრეთ წოდებული კოლოფური ნაოჭი. [[პლასტიკური ქანები|პლასტიკურ ქანებში]] გავრცელებულია დიაპირისებური და დიაპირული ნაოჭები. ზოგჯერ ნაოჭის სიგრძე ბევრად აჭარბებს მის სიგანეს. ასეთ ნაოჭს ხაზობრივი ეწოდება. არსებობს ბრაქიმორფული ნაოჭები ანუ ბრაქინაოჭები, როცა ოვალური ნაოჭის სიგრძე სულ 2-32–3-ჯერ აღემატება სიგანეს. თაღისებური - ანტიკლინური ნაოჭი თითქმის თანაბარი სიგრძე-სიგანით და [[მულდა]] — სინკლინური ნაოჭი, აგრეთვე თანაბარი განზომილებებით. მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი გრძელი ხაზობრივი ნაოჭები მკუშავი ძალების შედეგადა წარმოიქმნება. ბუნებაში ნაოჭი იშვიათად წარმოიქმნება ერთადერთი პროცესის შედეგად, იგი პროცესების კომბინაციის შედეგია.