ნაოჭი (გეოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „დანაოჭება“ გადაიტანა გვერდზე „ნაოჭი (გეოლოგია)“: ტერმინოლოგიის დაზუსტება
გვერდი დაცარიელდა
იარლიყი: დაცარიელება
ხაზი 1:
[[ფაილი:Kielce-slichowice2.jpg|მარჯვნივ|300პქ|მინი|ოროგენი]]
[[ფაილი:Rainbow Basin.JPG|მარჯვნივ|300პქ|მინი|სინკლინი]]
[[ფაილი:Monocline.JPG|მარჯვნივ|300პქ|მინი|მონოკლინი]]
[[ფაილი:NJ Route 23 anticline.jpg|მარჯვნივ|300პქ|მინი|ანტიკლინი სინკლინთან (მარჯვ.) ერთად]]
'''დანაოჭება''' — [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] ფართოდ გავრცელებული ტექტონიკური პროცესი, რომელიც იწვევს [[დანალექი ქანები|დანალექ ქანთა]] დეფორმაციას და წარმოქმნის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაოჭებს. განარჩევენ დანაოჭების ორ ძირითად ტიპს: წყვეტილს (ბაქნურს, გუმბათისებურს) და სრულს (გეოსინკლინურს, ხაზოვანს).
 
== წყვეტილი დანაოჭება ==
''წყვეტილი დანაოჭება'' წარმოადგენს შრეებრივი ქანების იზოლირებულ მომრგვალებულ ან ოვალურ აზევებას, რომელთაც გუმბათისებრი ფორმა აქვთ. ისინი ერთმანეთისაგან გათიშულია დეპრესიებით, სადაც შრეები დაუნაოჭებელია. ნაოჭებს უმთავრესად სუსტად დამრეცი, ზოგჯერ ფლექსურებით ან რღვევებით გართულებული ფრთები აქვს, რაც ნაოჭს დიდ ამპლიტუდას ანიჭებს. რეგიონის ფარგლებში ყოველ
ცალკეულ ნაოჭს სხვადასხვა მიმართულება და განსხავებული მორფოლოგიური თავისებურებები ახასიათებს. წყვეტილი დანაოჭება ბაქნებზე განვითარებული დანალექი საფრის დანაოჭების მთავარი ტიპია, გვხვდება აგრეთვე მთისწინა (კიდურა) და მთათაშუა როფებში და [[გეოსინკლინი|გეოსინკლინებშიც]].
 
== სრული დანაოჭება ==
''სრულ დანაოჭებას'' ახასიათებს ხაზოვანი, ძლიერ შეკუმშული, [[დედამიწის ქერქი]]ს გარკვეულ უბანზე ერთნაირი მიმართების მქონე ანტიკლინური და სინკლინური ურთიერთმონაცვლე ნაოჭები.
 
ნაოჭთა ფრთები, როგორც წესი, ციცაბოა ან ვერტიკალური, ზოგჯერ გადაბრუნებულიც. დიდი ნაოჭები პატარებითაა გართულებული. ნაოჭთა ღერძები დიდ მანძილზე ინარჩუნებს მიმართებას, ფორმები კი ერთ საერთო გეგმას ემორჩილება და ერთობლიობაში ქმნის დიდი მასშტაბის აზევებებსა და დაძირვებს, ე.წ. ანტიკლინორიუმებსა და სინკლინორიუმებს.
 
სრული დანაოჭება გართულებულია შეცოცებებით და ზოგჯერ [[შარიაჟი|შარიაჟებით]], აგრეთვე [[კლივაჟი]]თ. სრული დანაოჭების დროს ხშირად ხდება [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] გამკვრივება და [[მეტამორფიზმი]]. დანაოჭების ეს ტიპი ახასიათებს უმთავრესად მთიან მხარეებს ([[კავკასიონი]],
[[ალპები]], [[ჰიმალაი]], [[კორდილიერები]] და სხვ.). გამოყოფენ დანაოჭების გარდამავალ ტიპსაც, ზეწრისებრი ან კოლოფისებრი ნაოჭებით, ბრაქიანტიკლინებით, და დიაპირული ნაოჭებით. დანაოჭების ეს ტიპი უმთავრესად ბაქნიდან გეოსინკლინში გარდამავალ არეებს ახასიათებს.
 
== დანაოჭების პროცესი და ციკლები ==
დანაოჭებისთვის დამახასიათებელია ნაოჭთა წარმოქმნის პროცესის სხვადასხვა მიმდინარეობა. წყვეტილი დანაოჭება ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ რამდენიმე [[გეოლოგია|გეოლოგიურ]] პერიოდსაც მოიცავს; სრული დანაოჭება დროში წყვეტილი პროცესია და შედგება სიმშვიდის შედარებით ხანგრძლივი და ინტენსიური ნაოჭთწარმოქმნის ხანმოკლე (ოროგენიული ფაზისი) პერიოდებისაგან. ოროგენიული ფაზისები ნალექებში კუთხური უთანხმოებით ვლინდება. მათი გამოვლინების დრო კუთხური უთანხმოების ქვევით და ზევით განლაგებული ნალექების ასაკით განისაზღვრება. სრული დანაოჭება გლობალური პროცესია, უმთავრესად [[დედამიწის ქერქი]]ს გეოლოგიური განვითარების გარკვეულ პერიოდებს უკავშირდება მათ შუალედებში ნაკლებად ვლინდება.
 
ამის მიხედვით გამოყოფენ დანაოჭების ციკლებს (მაგ.: [[ბაიკალური დანაოჭება]], [[კალედონური დანაოჭება]], [[ჰერცინული დანაოჭება]], [[ალპური დანაოჭება]]).
 
დანაოჭების ყოველ ციკლში ყალიბდებოდა შესაბამისი ასაკის ნაოჭა სისტემები (მაგ.: ბაიკალიდები, კალედონიდები, ჰერცინიდები, ალპიდები). დანაოჭების ციკლი დაახლოებით ერთდროულია მთელ [[დედამიწა]]ზე, მის ფაზისებს კი გამოვლინების დროის მიხედვით სხვადასხვა რეფიონში გარკვეული ინდივიდუალობა ახასიათებს.
 
ვარაუდობენ, რომ დანაოჭებას იწვევს [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] მოქმედი ტანგენცური მკუშავი ძალები. ამ ძალების გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] დაძაბულობის წარმოქმნა დედამიწის ქერქში, როგორც ჩანს, [[მანტია (დედამიწა)|მანტია]]ში მასების გადადგილებას უკავშირდება.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ოროგენი]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|3|364-365|ხუციშვილი მ.}}
* Геологический словарь, т2, М., 1955;
* Белоусов В. В., Основы геотектоники, М., 1975;
 
[[კატეგორია:სტრუქტურული გეოლოგია]]
[[კატეგორია:გეოლოგიური პროცესები]]
 
[[az:Mulda]]
[[ru:Мульда (геология)]]