ბრილიანტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q429571
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Brillanten.jpg|მინი|ბრილიანტები]]
'''ბრილიანტი''' ({{lang-fr|brillant||ელვარე}} - „''ელვარე''“) — [[ალმასი]], რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული [[პირამიდა (გეომეტრიული ფიგურა)|პირამიდის]] ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ [[კარატი|კარატებით]]. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.a1-diamond.com/index.php ბრილიანტის გემოლოგია].
 
[[კატეგორია:ალმასები]]
[[კატეგორია:ძვირფასი თვლები]]
 
[[pl:Szlif brylantowy]]
[[ru:Бриллиантовая огранка]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრილიანტი“-დან