ოროგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{დედამიწის გეოლოგიური პროვინციები}}
'''ოროგენი''' ({{lang-el|oros — [[მთა]] და genes — წარმოშობილი}}) — [[კონტინენტი|კონტინენტებზე]] მთათწარმოშობის ძირითადი მექანიზმი, რომელიც მიმდინარეობს ფილების კონვერგენტული კიდის გასწვრივ, როდესაც ხდება კიდის შეკუმშვა ფილის მოძრაობით. [[ოროგენული სარტყელი]] ან ოროგენი როგორც [[დედამიწა|დედამიწის]] მოძრავი სარტყელის ტიპი წარმოიქმნება დიდი [[ტექტონიკური ფილები]]ს საზღვრებზე ან [[რიფტოგენეზი]]სა და [[კონტინენტური ფილები]]ს გახლეჩის დროს. იგი მოიცავს გეოლოგიური პროცესების სერიას, რომელსაც ერთობლივად ოროგენეზისი ეწოდება. მას მიეკუთვნება [[კონტინენტური ქერქი]]ს სტრუქტურული დეფორმაცია და [[ვულკანიზმი|ვულკანიზმთან]] დაკავშირებული ახალი კონტინენტური ქერქის წარმოქმნა. ოროგენში აზიდულ [[მაგმა]]ს ნაკლები რაოდენობის მკვრივი მასალა მოაქვს ზემოთ, რაც დედამიწის ლითოსფეროს კომპოზიციური დიფერენციაციის შედეგია (ქერქი და [[ზედა მანტია]]).<ref>Tony Waltham (2009). Foundations of Engineering Geology (3rd ed.). Taylor & Francis. p. 20. ISBN 978-0-415-46959-3.</ref> სინოროგენული პროცესები ან მოვლენები ოროგენის განმავლობაში მიმდინარეობს.<ref>Allaby, Michael (2013). "synorogenic". A dictionary of geology and earth sciences (Fourth ed.). Oxford: Oxford University Press. ISBN 9780199653065.</ref>
 
ოროგენული პროცესი მიმდინარეობს [[ლითოსფერული ფილები]]ს კონვერგენტულ ან, სხვაგვარად, კონტინენტების აქტიური კიდეების ზონებში, რომელთაც ადრე დღეისათვის უკვე მოძველებული სახელი — [[გეოსინკლინი]] ერქვა, დღეს კი მოძრავი სარტყელი ჰქვია. [[მთები]]ს წარმოშობა მეტად ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული მილიონი წლების განმავლობაში გრძელდება. ამავე დროს, არ არის დროში უწყვეტი. [[დედამიწის გეოლოგიური ისტორია|დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიაში]] გამოიყოფა პერიოდები მთათა წარმოშობისა (ე.წ. [[გეოკრატიული პერიოდები]]) და პერიოდები სიმშვიდისა ([[თალასოკრატიული პერიოდები]]). გეოკრატიულ პერიოდში მთების წარმოშობა მიმდინარეობდა ოროგენეტული ციკლების განვითარებით. ამ შინაარსით ცნობილია კალედონური (სილურული), ჰერცინული (გვიანპალეოზოური), კიმერიული (გვიანტრიასულ-იურული) და ალპური (ცარცულ-კაინოზოური) ოროგენეტული ციკლები ან უბრალოდ ოროგენი. ამ ოროგენეტული ციკლების შედეგად ჩამოყალიბებულ მთათა სისტემებს, შესაბამისად, [[კალედონიდები]], [[ჰერცინიდები]], [[კიმერიდები]] და [[ალპიდები]] ეწოდება.<ref>გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.</ref>
 
ოროგენი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული და მეტი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის ზოგადად ერთიანია, თუმცა ცალკეული სტადიებისაგან შედგება. ამ სტადიებს ოროგენეტული ფაზისები ეწოდება. ჩვეულებრივ ოროგენს თან ახლავს [[დანაოჭება]] და ფენის რღვევა, კუთხური უთანხმოების განვითარება და დანალექი კლასტური სოლის ნაფენების არსებობა. რეგიონული [[მეტამორფიზმი]] და [[მაგმა|მაგმური აქტივობა]] ხშირადაა დაკავშირებული ოროგენულ მოვლენებთან. ოროგენი შეიძლება იყოს [[სუბდუქცია|სუბდუქციის]], ტერეინული აკრეციის, კონტინენტური კოლიზიის და სხვა მიზეზების შედეგი.<ref>[https://www.britannica.com/science/orogeny Orogeny, geology | Encyclopedia Britannica] www.britannica.com</ref> ამერიკელმა გეოლოგმა [[გროვ კარლ ჯილბერტი|გროვ კარლ ჯილბერტმა]] მთათწარმოშობის პროცესები აღწერა 1890 წელს, თუმცა ტერმინი ოროგენი მანამდეც გამოიყენებოდა.<ref>Klein G.O. (ed.). (1994). Pangea: Paleoclimate, Tectonics, and Sedimentation During Accretion, Zenith, and Breakup of a Supercontinent. GSA Special Paper. Vol. 288. p. 160.</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{იდენტიფიკატორები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოროგენი“-დან