ოროგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ოროგენი''' ({{lang-el|oros — [[მთა]] და genes — წარმოშობილი}}) — [[კონტინენტი|კონტინენტებზე]] მთათწარმოშობის ძირითადი მექანიზმი, რომელიც მიმდინარეობს ფილების კონვერგენტული კიდის გასწვრივ, როდესაც ხდება კიდის შეკუმშვა ფილის მოძრაობით. [[ოროგენული სარტყელი]] ან ოროგენი როგორც [[დედამიწა|დედამიწის]] მოძრავი სარტყელის ტიპი წარმოიქმნება დიდი [[ტექტონიკური ფილები]]ს საზღვრებზე ან [[რიფტოგენეზი]]სა და [[კონტინენტური ფილები]]ს გახლეჩის დროს. იგი მოიცავს გეოლოგიური პროცესების სერიას, რომელსაც ერთობლივად ოროგენეზისი ეწოდება. მას მიეკუთვნება [[კონტინენტური ქერქი]]ს სტრუქტურული დეფორმაცია და [[ვულკანიზმი|ვულკანიზმთან]] დაკავშირებული ახალი კონტინენტური ქერქის წარმოქმნა. ოროგენში აზიდულ [[მაგმა]]ს ნაკლები რაოდენობის მკვრივი მასალა მოაქვს ზემოთ, რაც დედამიწის ლითოსფეროს კომპოზიციური დიფერენციაციის შედეგია (ქერქი და [[ზედა მანტია]]). სინოროგენული პროცესები ან მოვლენები ოროგენის განმავლობაში მიმდინარეობს.
 
ოროგენული პროცესი მიმდინარეობს [[ლითოსფერული ფილები]]ს კონვერგენტულ ან, სხვაგვარად, კონტინენტების აქტიური კიდეების ზონებში, რომელთაც ადრე დღეისათვის უკვე მოძველებული სახელი — [[გეოსინკლინი]] ერქვა, დღეს კი მოძრავი სარტყელი ჰქვია. [[მთები]]ს წარმოშობა მეტად ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული მილიონი წლების განმავლობაში გრძელდება. ამავე დროს, არ არის დროში უწყვეტი. [[დედამიწის გეოლოგიური ისტორია|დედამიწის გეოლოგიური განვითარების ისტორიაში]] გამოიყოფა პერიოდები მთათა წარმოშობისა (ე.წ. [[გეოკრატიული პერიოდები]]) და პერიოდები სიმშვიდისა ([[თალასოკრატიული პერიოდები]]). გეოკრატიულ პერიოდში მთების წარმოშობა მიმდინარეობდა ოროგენეტული ციკლების განვითარებით. ამ შინაარსით ცნობილია კალედონური (სილურული), ჰერცინული (გვიანპალეოზოური), კიმერიული (გვიანტრიასულ-იურული) და ალპური (ცარცულ-კაინოზოური) ოროგენეტული ციკლები ან უბრალოდ ოროგენი. ამ ოროგენეტული ციკლების შედეგად ჩამოყალიბებულ მთათა სისტემებს, შესაბამისად, [[კალედონიდები]], [[ჰერცინიდები]], [[კიმერიდები]] და [[ალპიდები]] ეწოდება. ოროგენი ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ათეული და მეტი მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ის ზოგადად ერთიანია, თუმცა ცალკეული სტადიებისაგან შედგება. ამ სტადიებს ოროგენეტული ფაზისები ეწოდება. ჩვეულებრივ ოროგენს თან ახლავს [[დანაოჭება]] და ფენის რღვევა, კუთხური უთანხმოების განვითარება და დანალექი კლასტური სოლის ნაფენების არსებობა. რეგიონული [[მეტამორფიზმი]] და [[მაგმა|მაგმური აქტივობა]] ხშირადაა დაკავშირებული ოროგენულ მოვლენებთან. ოროგენი შეიძლება იყოს [[სუბდუქცია|სუბდუქციის]], ტერეინული აკრეციის, კონტინენტური კოლიზიის და სხვა მიზეზების შედეგი. ამერიკელმა გეოლოგმა [[გროვ კარლ ჯილბერტი|გროვ კარლ ჯილბერტმა]] მთათწარმოშობის პროცესები აღწერა 1890 წელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოროგენი“-დან