იქსოდისებრი ტკიპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
No edit summary
 
ხაზი 16:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''იქსოდისებრი ტკიპები''', '''საძოვრის ტკიპები''' ({{lang-la|Ixodidae}})  — [[ტკიპები]]ს ოჯახი. აქვთ 10 მმ სიგრძის სხეული. განვითარების ციკლი მოიცავს კვერცხსა და 3 აქტიურ სტადიას (ლარვა, ნიმფა და ზრდასრული ფორმა). იკვებებიან 3-10 დღე სიცოცხლეში ერთხელ. გამაძღარი ტკიპა სცილდება მასპინძელს და დებს 3-10 ათასამდე კვერცხს. იქსოდისებრი ტკიპები გავრცელებულია ყველა მატერიკზე, გარდა ანტარქტიდისა. ოჯახში 1000-მდე სახეობაა. [[საქართველო]]ში ცნობილია 29 სახეობა. იქსოდისებრი ტკიპები პარაზიტობენ გარეულ ([[ქვეწარმავლები]], [[ძუძუმწოვრები]] და [[ფრინველები]]) და [[შინაური ცხოველი|შინაურ ცხოველებზე]]. იკვებებია სისხლით, ხშირად ადამიანზეც პარაზიტობენ. გადააქვთ ადამიანის დაავადებებისა (ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ტკიპისმიერი ტიფი, ჰემორაგიული ცხელება, ცხელება -Q, ტულარემია) და [[პიროპლაზმოზი]]ს გამომწვევები. საქართველოში ცნობილია პათოგენური ტკიპების რამდენიმე სახეობა: Boophilus calcaratus  — გადააქვს ძროხის პიროპლაზმოზი და ანაპლაზმოზი; Rhipicephalus bursa  — ცნობილია როგორც [[ძროხა|ძროხის]], [[ცხენი]]სა და [[ცხვარი|ცხვრის]] რამდენიმე სახეობის სისხლის პარაზიტული დაავადებების გადამტანი.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|5|286|ჯაფარიძე ნ.}}