ახალციხის საფაშო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Cildir Eyalet, Ottoman Empire (1609).png|მინი|ახალციხის საფაშო ოსმალეთის შემადგენლობაში. (წითელი ფერის)]]
'''ახალციხის საფაშო''', ''ჩილდირის საფაშო'', — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] ადმინისტრაციული-პოლიტიკური ერთეული მის მიერ დაპყრობილ [[სამცხე-საათაბაგო]]ს ტერიტორიაზე. XVI საუკუნის I ნახევარში ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი, [[1578]] კი — აღმოსავლეთი ნაწილი. [[1579]] სულთნის ბრძანებით სამცხე-საათაბაგოს სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორიები გააერთიანეს და ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული-სამმართველო ერთეული ახალციხის (ჩილდირის) საფაშო ჩამოაყალიბეს. [[ყვარყვარე IV ჯაყელი|ყვარყვარე IV ათაბაგი]] ([[1574]]-[[1581]]) და მისი ძმა [[მანუჩარ II]] დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ სულთნის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ. მანუჩარი იძულებელი გახდა გამაჰმადიანებულიყო. მას მუსტაფა ეწოდა და სულთანმა ახალციხის ფაშად დანიშნა. დამპყრობელებმა დაიწყეს ამ მხარის გაოსმალება. [[მანუჩარ II|მანუჩარ II ათაბაგმა]] საიდუმლო კავშირი დაამყარა ქართლის მეფე [[სიმონ I|სიმონ I-თან]] და დახმარებას უწევდა მას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[1582]] მანუჩარის მეთაურობით სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო. ქართველებმა გაათავისუფლეს ახალციხე და მისი სანახები. მანუჩარმა უარყო მაჰმადიანობა და სამცხის ათაბაგი გახდა. [[1587]] ოსმალებმა შეძლეს სამცხეში აჯანყების ჩაქრობა და ახალციხის ხელმეორედ დაპყრობა. [[1595]] ოსმალეთის მთავრობამ სამცხე აღწერა და „[[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი]]“ შეადგინა. [[1607]] ირანელებმა ქართველების აქტიური დახმარებით ოსმალები განდევნეს ახალციხიდან. [[აბას I|შაჰ-აბას I-მა]] ახალციხის გამგებლად მანუჩარ II-ის შვილი 15 წლის მანუჩარი დანიშნა ([[მანუჩარ III|მანუჩარ III ათაბაგი]]), მაგრამ [[1608]] ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ახალციხე. [[1612]] ირან-ოსმალეთის ზავით ახალციხე ოსმალეთს დარჩა. ოსმალებმა მანუჩარ III-ს დაუპურისპირეს გამაჰმადიანებული მესხი ფეოდლები და განხეთქილება ჩამოაგდეს საკუთრივ ათაბაგის სახლის წევრებს შორის. [[1625]] სულთანმა ახალციხის ბეგლარბეგად დანიშნა მანუჩარ III-ის ბიძა [[ბექა III]] (საფარ-ფაშა). ამ დროიდან სამცხე-საათაბაგოს ქართულმა ფეოდალურმა სამთავრომ პოლიტიკური არსებობა შეწყვიტა.