ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
ხაზი 15:
1 ნაწილი - ოცნებანი და ვნებანი - იწყება ნელი შესავლით. მისი თემა აღებულია ბერლიოზის ახალგაზრდული წლების რომანსიდან ”ესტელა”. მთავარი თემები ემყარება სატრფოს ლეიტმოტივს, თვითონ თემა მელოდიური სიმდიდრით არ გამოირჩევა, მაგრამ საორკესტრო თანხლება ანიჭებს მეტ სილამაზეს. პირველნაწილი დაწერილია სონატური ალეგროს ფორმაში, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ენათესავებიან ერთმანეთს. დამუშვება შეიცავს დაძაბულობის სამ ტალღას. პირველ ნაწილში ტარდება მთავარი და დამხმარე პარტიის თემები, მეორე ტალღაში ვითარდება დამხმარე პარტია, რომელიც პიანისიმოდან აღწევს ფორტისიმომდე. აღმავლობის მესამე ტალღა წარმოაადგენს ძალების ერთგვარ მოკრებას. სიმფონიის პირველ ნაწილში ორკესტრის შემადგენლობა არ გამოდის ჩვეულებრივი (ბეთჰოვენისეულ) ორკესტრის ჩარჩოებიდან. მეორე ნაწილში კი გამოჩნდება ორი არფა (პირველად სიმფონიურ მუსიკაში), სამაგიეროდ ქრება ფაგოტები და საყვირები.
 
2 ნაწილში - საზეიმო მეჯლისზე იგი ხვდება სატრფოს. ეს ნაწილი დაწერილია ვალსის ფორმაში, რომელიც გამოირჩევა დიდი მელოდიურობით და ბრწყინვალებით. შუა ნაწილში შედის სარფოსსატრფოს ლეიტმოტივი, რიტმულად სახეშეცვლილი და ვალსის მოძრაობას დამორჩილებული. ბერლიოზმა რომანტიკული სიმფონიზმის ისტორიაში ვალსის ჟანრი გამოიყენა დიდი სიმფონიური ციკლის ფორმაში. შემდგომში ამ მოვლენამ განვითარება ჰპოვა ჩაიკოვსკის, ბრამსის და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში.
 
3 ნაწილი - ადაჟიო - მისი პროგრამა ასეთია: სოფელში გაზაფხულის საღამოა. შეყვარებულს ესმის ორი მწყემსის სალამურზე დაკვრის ხმა, ეს ნაწილი იწყება ინგლისური ქარხნის და ჰობოის დუეტით, რაც მწყემსის სალამურზე დაკრული ჰანგების იმიტაციას წარმოადგენს. გამოჩნდება სატრფოს სახე, მას აწვალებს წინათგრძნობა რომ სატრფო ატყუებს. გმირი ნუგეშს ეძებს ბუნების წიაღში. სალამურზე დაკვრის ხმა მას ამშვიდებს. იქმნება პასტორალური ხმოვანება, შემდგომში მღელვარება იზრდება. ვიოლინოებისა და რტემოლების ფონზე კვლავ ჩვდება სატრფოს ლეიტმოტივი, რომელიც გმირის სულიერ მღელვარებას გამოხატავს . ბოლოს ყველაფერი მშვიდდება, გაისმის ქარახსის ინტონაციები, მაგრამ ჰობოი აღარ პასუხობს, სალამურის ხმაც აღარ ისმის, არც ქუხილის ხმაა. ჩამოვარდება სრული სიჩუმე. ეს ნაწილი განიცდის ბეთხოვენის პასტორალური სიმფონიის გავლენას