აფთრისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
 
აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ [[აფრიკა|აფრიკაში]], წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ [[აზია|აზიაში]] და აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]]. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა. [[ხალებიანი აფთარი]] (Crocuta crocuta) - ყველაზე დიდია აფთართა შორის, გავრცელებულია აფრიკის დიდ ნაწილში, [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით. სხეულის სიგრძე 128-166 სმ, სხეული მოხატულია აქვს შავი ხალებით. [[ზოლებიანი აფთარი]] (Hyena hyaena) - გვხვდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება [[შირაქის ველი|შირაქიის]], [[ელდარის ველი|ელდარის]], [[ალაზანი|ალაზნის]], მარნეულისა და გარდაბნის ველებზე. წარსულში თბილისამდე აღწევდა. ამჟამად ყველგან დიდი იშვიათობაა. სხეულის სიგრძე 1 მეტრამდეა; რუხი ფერისაა, გასდევს განივი მუქი ზოლები. [[მენაპირე აფთარი]] (Parahyaena brunnea) - ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, ზღვის სანაპიროსთან. მუქი-მურა ფერისაა, განივი ზოლები მხოლოდ ფეხებზე ემჩნევა. [[მიწის მგელი]] (Proteles criastus) - გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტრამალებში. აფთართა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იკვებება ჭიანჭველებითა და ტერმიტებით.
 
დედამიწაზე აფთრები წარმოიშვნენ მიოცენური ერის დასასრულს (254-255 მილიონი წლის წინათ). მათი წინაპრები იყვნენ [[ვივერისებრნი|ვივერისებრთა]] (Viverridae) ოჯახის წარმომადგენლები. პირველი აფთარი გარეგნულად ძალიან ჰგავდა [[ციბეტა]]ს.
 
პლეისტოცენურ ერაში დედამიწაზე არსებობდა ცხოველი, რომელსაც გამოქვაბულის აფთარს ეძახდნენ და იგი ორჯერ დიდი იყო დღევანდელ აფთარზე.
 
აფთრების ყველა სახეობას წინა კიდურები უკანა კიდურებზე გრძელი აქვთ. გადაადგილებისას წინა და უკანა კიდურების წყვილები ერთად მოძრაობენ და არა დიაგონალურად, ამიტომ აფთრები ხტუნვა-ხტუნვით დარბიან. [[ხალებიანი აფთარი|ხალებიან აფთრებს ]]მომრგვალებული ყურები აქვთ, ხოლო [[ზოლებიანი აფთარი|ზოლებიანსა]] და [[მენაპირე აფთარი|მენაპირე]] აფთრებს — წაწვეტებული.
 
 
==ცხოვრების სტილი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფთრისებრნი“-დან