ვაყის დედაღვთისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Church of vaka1.jpg|thumb|300px|<center>ვაყის დედაღვთისა ხედი აღმოსავლეთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
[[ფაილი:Church of vaka2.jpg|thumb|300px|<center>ვაყის დედაღვთისა ხედი დასავლეთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
'''ვაყის დედაღვთისა''' — ეკლესია [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ვაყა]]ში. კომპლექსში შედის 2 [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]], [[ეგვტერი]], სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები. ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა. მას სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით — ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი. კოშკური და დარბაზული ეკლესიები სტილისტური ნიშნებით XVI-XVII სს-ებს განეკუთვნება, სხვა ნაგებობები კი უფრო გვიან არის აშენებული. სოფელ ვაყის [[ბეგთაბეგოვები]]ს ხელში გადასვლის შემდეგ (XVIII სს.) ეკლესია სომხურად გადაუკეთებიათ.
 
'''''ორსართულიანი კოშკური ეკლესია''''' (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. I სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით — [[სარკმელი]] და [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]]. II სართული მომრგვალებული [[აფსიდი]]ანი ეკლესიაა. აფსიდის ჩრდლოეთით [[სამკვეთლო]]ა, ხოლო სამხრეთით ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია .
 
'''''ორსართულიანი ეგვტერი''''' ნაგებია რიყის ქვითა და [[აგური]]თ. I სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია II სართულზე ნიშები ყველა კედელშია.
 
'''''ორსართულიანი სათავდაცვო ნაგებობა''''' ჩრდილოეთიდან ეგვტერზეა მიდგმული. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთ კედელში ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერა.
 
[[დარბაზული ეკლესია|'''''დარბაზული ეკლესიის''''']] (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსებია. ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სათავსებში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
 
მთელ კომპლექსს [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 23:
 
{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
 
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]