პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც კრძალავს აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“, და აგრეთვე ანტიოქიის კრების I დადგენილება. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული პასექის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის აღნიშვნისა იმ დღეს, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ. მართლაც, თუ ზემოთხსენებული კანონები კრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას იმავე დღეს როდესაც ებრაული პასექია, მაშინ შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რომ III – IV საუკუნეებში, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო. ისევე როგორ ალექსანდრიის ასევე რომაული პასქალიის თავში იყო დამოუკიდებლობა ებრაელთა ნისანის 14 თარიღისაგან, ამიტომაც ცხრილების შემქმნელები განზრახ არ აქცევდნენ ყურადღებას თარიღების შესაძლო დამთხვევის შემთხვევვებს. ჩვენამდე მოღწეულ პასქალური ცხრილების მრავალფეროვნებაში არ მოინახება არც ერთი, სადაც იმ შემთხვევაში თუ აღდგომა ემთხვეოდა ებრაულ პასექს, ქრისტიანებს გადაეტანათ აღდგომის ზეიმი შემდეგ კვირა დღეზე. ისინი უბრალოდ არც კი აქცევდნენ ყურადღებას ასეთ დამთხვევებს, ვინაიდან მიიჩნევდნენ ებრაელთა თარიღებს პრინციპიალურად მცდარს. ასეთი განმარტებაზე ნათლად მეტყველებს წმ. ეპიფანე კვიპრელი: „აღდგომა არ უნდა აღინიშნოს ბუნიობამდე, რასაც ებრაელები არ იცავენ… ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას ბუნიობის მერე, თუნდაც იმათაც ეზეიმოთ ამ დროს, ვინაიდან ისინიც ჩვენთან ერთად ხშირად აღნიშნავენ მას. და როდესაც ისინი ზეიმობენ პასექს ბუნიობამდე, მაშინ ისინი ზეიმობენ მარტონი“.
 
 
 
 
 
 
313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მიიღო ცნობილი კანონი — მილანის ედიქტი, რომლის მიხედვითაც იმპერიაში გამოცხადდა სარწმუნოების თავისუფლება და, რის შედეგადაც შეწყდა ქრისტიანების წინააღმდეგ დევნა. რომის იმპერიაში ქრისტიანობა თანდათანობით სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ღებულობდა. ერთიანი იმპერიისათვის საჭირო იყო ერთიანი ეკლესიაც და როდესაც ალექსანდრიის მღვდელს არიოზსა და ეპისკოპოს ალექსანდრეს შორის ტრინიტარულმა კამათმა იჩინა თავი, რასაც ეკლესიში შეიძლებოდა განხეთქილება მოყოლოდა, კონსტანტინე დიდმა ქალაქ ნიკეაში მოიწვია I მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებაზე, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება და ჩამოაყალიბა მრწამსის პირველი მუხლები, გარდა დოგამტური საკითხებისა განხილული იყო აღდგომის აღნიშნვის საკითხიც.
 
ნიკეის კრების დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემონახულა. ის არც კონსტანტინეპოლის ეკლესიის V საუკუნის არქივებში იყო. მხოლოდ შემორჩა კონსტანტინეს მიმართვა იმ ეპისკოპოსებისადმი, ვინც კრებას ვერ დაესწრო. ამ წერილის მიხედვით კრებას „არ მიაჩნდა მართებულად ებრაული წესის მიხედვით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაული“, იმიტომ რომ მათი გამოთვლების მიხედვით „ისინი ერთ და იმავე წელს ორჯერ აღნიშნავენ პასექს“. ანუ, საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამოეყენებინათ ებრაული გამოთვლები, რომლის მიდევნების გამოც ზოგი ქრისტიანული ჯგუფი აღდგომას ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ და მომდევნო წელს კი გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავდა. ხოლო თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ, როგორც ზემოთ იყო ხსენებული, გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარი გამყოფი იყო, მაშინ იქმნებოდა ანომალია: ისინი აღდგომას ერთ წელიწადში ორჯერ აღნიშვნავდნენ. სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იყოს გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“ კრძალავს. იგივე ითქმის 341 წელს ანტიოქიის კრების I დადგენილებაზეც. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული ფესახის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის იმავე დღეს აღნიშვნის წინააღმდეგ, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ ფესახს, როგორადაც ამ კანონს დღეს ხშირად არასწორად განმარტავენ. საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია ეყრდნობა მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ისეთ ცნობილ კანონისტების არასწორ მსჯელობას, როგორიცაა იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი, მათე ვლასტარი. სწორედ მათ ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი ჩვენს მართლმადიდებლურ სივრცეში ასეთი მსჯელობების პოპულარიზაციას. ამის დასტურად კი საკმარისია გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული აღდგომის თარიღი დაწყებული III და დამთავრებული VIII საუკუნით არაერთხელ დაემთხვა ებრაულ ფესახს, თუმცა არავის არ მოსვლია აზრად ამ თარიღის გადაწევა. ნიკეის კრება ქრისტიანებს მოუწოდებდა განთავისუფლებულიყვნენ ებრაულ გამოთვლებზე დამოკიდებულებისაგან, ხოლო შემთხვევითი დამთხვევები ებრაულ ფესახთან ეკლესიისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. იმპერატორის ხსენებულ წერილში აგრეთვე ნახსენებია, რომ ყველა ქრისტიანმა ერთად უნდა აღნიშნოს უფლის აღდგომის დღესასწაული. თუმცა ისტორიულად ამის მისაღწევად ეკლესიას საკმაოდ რთული და გრძელი გზის გავლა მოუწია. I მსოფლიო კრების შემდეგ ეკლესიაში თითქმის 500 წელი არსებობდა ორი პასქალია — რომის და ალექსანდრიის, და მოგვიანებით ყველაფერი ალექსანდრიის პასქალიის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ იმპერატორის წერილში არაა ნახსენები კონკრეტულად თუ როგორ უნდა განისაზღვროს პასქალური თარიღები.
 
 
 
 
 
 
===განსხვავება აღდგომის დღესასწაულებში პირველი მსოფლიო კრების მერე===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან