იაკობ ცურტაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
| რელიგია = [[ქრისტიანობა]]
| მეუღლე =
| მშობლები =
| ხსენების დღე =
| ეკლესია = [[ქართული მართლმადიდებლური ეკლესია]]
}}
'''იაკობ ცურტაველი (ხუცესი)''' — V საუკუნის II ნახევრის [[ქართველები|ქართველი]] [[მწერალი]], [[ჰაგიოგრაფი]]. ავტორია „შუშანიკის მარტვილობისა“ („[[წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ]]“), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.
 
იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის [[მღვდელი]], შუშანიკთან დაახლოებული პირი, [[ქართლის პიტიახში]]ს კარზე, დაბა [[ცურტავი|ცურტავში]], მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია [[476]]-[[483]], შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის [[ეპისკოპოს]]ი და [[506]] დაესწრო [[ეკლესია (ნაგებობა)|საეკლესიო]] შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი [[X საუკუნე|X საუკუნისაა]]. „[[შუშანიკი]]ს მარტვილობით“ იწყება [[ქართული ლიტერატურა|ქართული ლიტერატურის]] ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.
 
იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და [[დრამა]]ტული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისა]] და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-[[სახელმწიფო]]ებრივი [[დამოუკიდებლობა]]. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, [[საეკლესიო ორგანიზაცია]], ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. „შუშანიკის მარტვილობა“ ადრევე ითარგმნა [[სომხური ენა|სომხურ ენაზე]], ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს „შუშანიკის მარტვილობის“ მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც [[სომხური ენა|სომხური]] მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არაუგვიანეს [[940]]-ისა.
 
ძეგლი პირველად გამოსცა [[საბინინი, მიხეილი|მ. საბინინმა]] ([[1882]]), [[ლათინური ენა|ლათინურად]] თარგმნა [[პეეტერსი, პაულ|პ. პეეტერსმა]] ([[1935]]), [[რუსული ენა|რუსულად]] — [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძემ]] ([[1956]]), [[დონდუა, ვარლამ|ვ. დონდუამ]] (გამოქვეყნდა [[1978]]), [[ფრანგული ენა|ფრანგულად]] — [[წულაძე, სერგი|ს. წულაძემ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურად]] — ე. ფულერმა, [[გერმანული ენა|გერმანულად]] — [[ამაშუკელი, ნელი|ნ. ამაშუკელმა]], [[ესპანური ენა|ესპანურად]] — [[იშტვანოვიჩი, მარტონ|მ. იშტვანოვიჩმა]], ნიდერლანდურად — ა. ჯავახაძემ (2018). ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის [[ლანგი, დევიდ|დ. ლანგს]] ([[1956]]). [[1978]] ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავი. [[იუნესკო|იუნესკოს]] გადაწყვეტილებით [[1979]]—[[1983]] აღინიშნა „შუშანიკის წამების“ 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.
 
==რესურსები ინტერნეტში==