პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 50:
კრების შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი თანდათანობით გადავიდა შესწორებული იულიუსის კალენდრის გამოყენებაზე საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღსანიშნავად. უნდა ითქვას, რომ საქართველოში 1920-იან წლებში შესწორებული იულიუსის კალენდარი ორჯერ იყო შემოღებული, თუმცა მოგვიანებით ეკლესია ორივეჯერ დაბრუნდა იულიუსის სტილზე. ანალოგიური სიტუაცია იყო რუსეთშიც — იქაც მოკლე ვადით იყო შემოღებული შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელიც მალევე ჩანაცვლდა ისევ ძველი — იულიუსის კალენდრით. მიზეზი კი ორივეგან ანალოგიური იყო — მრევლის და სამღვდელოების ნაწილი არ იყო მზად ამ რეფორმისათვის.
 
[[1948]] წელს მოსკოვში გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს და მიიღეს კალენდრულ და პასქალურ საკითხზე დადგენილება — ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა იულიუსის კალენდარს, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსკოვის საპატრიარქომ, რომელმაც ადრე იკონომიის სახით მის იურისდიქციაში მყოფ მართლმადიდებელ ფრანგებს და ჰოლანდიელებს ნება დართო აღდგომა ახალი სტილით აღენიშნათ, მოგვიანებით ეს იკონომია უფრო გააფართოვა. აი, რას ვკითხულობთ 1967 წლის წმინდა სინოდის დადგენილებაში: „ადრეული ეკლესიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი (რომი და აზიის ეპისკოპოსები) აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დროს, თუმცა ლოცვითი და კანონიკური ერთობა მათ შორის მთლიანად ნარჩუნდებოდა, და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჰოლანდიაში ჩვენი სამრევლოს და განსაკუთრებით კი უფლის აღდგომის სახელობის სამრევლოს სხვა სარწმუნოების გარემოცვაში მდგომარების გათვალისწინებით, ნება დაერთოს შვეიცარიაში მცხოვრებ და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალ მართლმადიდებელ მორწმუნეებს აღნიშნონ უძრავი და პასქალურ წრეზე დამოკიდებული დღესასწაულები ახალი სტილით“. ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება.
===ისტორია და დღევანდელბა===
1948 წელს მოსკოვში გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს და მიიღეს კალენდრულ და პასქალურ საკითხზე დადგენილება — ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა იულიუსის კალენდარს, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსკოვის საპატრიარქომ, რომელმაც ადრე იკონომიის სახით მის იურისდიქციაში მყოფ მართლმადიდებელ ფრანგებს და ჰოლანდიელებს ნება დართო აღდგომა ახალი სტილით აღენიშნათ, მოგვიანებით ეს იკონომია უფრო გააფართოვა. აი, რას ვკითხულობთ 1967 წლის წმინდა სინოდის დადგენილებაში: „ადრეული ეკლესიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი (რომი და აზიის ეპისკოპოსები) აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დროს, თუმცა ლოცვითი და კანონიკური ერთობა მათ შორის მთლიანად ნარჩუნდებოდა, და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჰოლანდიაში ჩვენი სამრევლოს და განსაკუთრებით კი უფლის აღდგომის სახელობის სამრევლოს სხვა სარწმუნოების გარემოცვაში მდგომარების გათვალისწინებით, ნება დაერთოს შვეიცარიაში მცხოვრებ და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალ მართლმადიდებელ მორწმუნეებს აღნიშნონ უძრავი და პასქალურ წრეზე დამოკიდებული დღესასწაულები ახალი სტილით“. ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება.
 
===ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს 1997 წლის შემოთავაზება===
[[1997]] წელს მართლმადიდებელმა, კათოლიკე და პროტესტანტმა დელეგატებმა, რომლებიც სირიის ქალაქ ალეპოში შეხვდნენ ერთმანეთს თათბირზე, მიიღეს სარეკომენდაციო დადგენილება, რომ ყველა წევრ ეკლესიას გამოემუშავებინა საერთო მეთოდი აღდგომის თარიღის დასადგენად და რომელიც უნდა დაყრდნობოდა ნიკეის სამ ძირეულ პრინციპს და ასტრონომიულ დაკვირვებას იერუსალიმის განედზე და არა რაიმე გამოთვლებს. ფაქტიურად ეს 1923 წელს გამართული კრების დადგენილების ანალოგიაა. არც ეს დადგენილება ჯერ არ იქნა განხორციელებული პრაქტიკაში.
 
და ბოლოს, დღეისთვის მართლმადიდებელ სამყაროში ასეთი მდგომარეობაა: მართლმადიდებელი ეკლესიები (კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის და ევროპაში მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სულ მცირე ერთი სამრევლოს გამოკლებით) აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით იულიუსის კალენდარზე დაყრდნობით, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) შესწორებული იულიუსის კალენდრით, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი (საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, იერუსალემის, პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) იულიუსის კალენდრით. ათონის მთის მონასტრები მისდევენ იულიუსის კალენდარს, თუმცა ემორჩილებიან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელიც იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან