ბარდა (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: id:Barda, Azerbaijan
No edit summary
ხაზი 1:
'''ბარდა''', ''ბარდავი'' ([[აზერბ.]] Bərdə), ([[არაბ.]] - ბერდაა, [[სომხ.]] - პარტავი), ქალაქი [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, [[ბარდის რაიონი|ბარდის რაიონის]] ცენტრი.
 
დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდისბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა. V საუკუნეში ბარდაბარდავი [[ალბანეთი (კავკასიისა)|ალბანეთის]] მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. VIII საუკუნის დასაწყისში [[არაბები|არაბებმა]] დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. X საუკუნეში [[სალარიდები|სალარიდებს]] ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა რუსებმა დაიკავეს. 1192-1193 წლებში ქართველთა ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XVIII საუკუნის I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდაბარდავი სოფლად გადაიქცა. ბარდაშიბარდავში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მავძოლეუმიმავზოლეუმი (1322, ხუროთმოძღვარი აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი (XVII-XIX საუკუნეები).
 
{{აზერბაიჯანი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარდა_(ქალაქი)“-დან