პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==ისტორია==
ოთხივე მახარებელი წმინდა წერილში მოგვითხრობს იესო ქრისტეს აღდგომის დეტალებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის აღდგომას ადგილი ჰქონდა კვირადღეს, მას შემდეგ რაც ებრაული დღესასწაული — პასექი — უკვე დაწყებული იყო. ძველი აღთქმის მიხედვით პასექი აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის თვის მე-15 რიცხვში. ნისანის 15 როგორც წესი იწყება სავსემთვარიან ღამეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობას მოსდევს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრეული, I მსოფლიო კრებამდელი, ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ასე მაგალითად, მცირე აზიის და პალესტინის ქრისტიანები ამ დღესასწაულს ნისანის 14-დან 15-ზე ღამეს ზეიმობდნენ, ანუ მაშინ როდესაც ებრაელები აღნიშნავდნენ პასექს, თან მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ხსენებული თარიღი (ამის გამო მათ მეცნიერებაში დაერქვათ „მეათთოთხმეტელები“ — მთვარის თვის მე-14 დღის მიხედვით). ალექსანდრიაში ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობდნენ კვირადღეს, რომელიც მოდიოდა ნისანის 15-21 პერიოდში. ამისათვის ისინი ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, და ამის მიხედვით პოულობდნენ პირველ კვირას სავსემთვარეობის შემდეგ. სირიის ქრისტიანები მსგავს მეთოდს იყნებდნენ, ოღონდ ალექსანდრიული სკოლისაგან განსხვავებულ ათვლის წერტილს იყენებდნენ, რის გამოც ამ ორ გამოთვლას შორის არსებობდა საგრძნობი განსხვავება, რაც ზოგ შემთხვევაში 4-5 კვირამდეც კი აღწევდა. ამიტომ იყო, რომ ალექსადნრიელებისაგან განსხვავებით სირიელები, რომელთა გამოთვლებიც ებრაულ გამოთვლებზე იყო მკაცრად მიბმული, აღდგომას ხანდახან გაზაფხულის ბუნიობამდეც კი აღნიშნავდნენ (ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი). გარდა ამისა, V საუკუნემდე რომაელი ეპისკოპოსები არ უშვებდნენ აღდგომის ზეიმს 21 აპრილის შემდეგ, ამის მიზეზი რომის დაფუძნების – „პარილიის“ დღესასწაული იყო და მათ არ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ვნების შვიდეულს დამთხვეოდა. აღდგომის თარიღის დასადგენად რომაელებიც ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, მაგრამ მათი გამოთვლის მეთოდიკის სიზუსტე განსხვავდებოდა ალექსანდრიული მეთოდიკის სიზუსტისაგან. და ბოლოს, იყო ასეთი მიდგომაც: ადრე მიჩნეული იყო, რომ ისტორიულად უფლის ჯვარცმა მოხდა 23 მარტს, პარასკევს, და შესაბამისად, აღდგომა — 25 მარტს: თარიღი, როდესაც ხარების დღესასწაულს ვზეიმობთ. თანაც ამ დროისთვის არსებობდა ასეთი აზრიც, რომ სამყარო, სწორედ 25 მარტს იყო შექმნილი. ამიტომაც, აღდგომას, რომელიც 25 მარტზე მოდის, ეწოდება „საუფლო აღდგომა“ ანდა „კირიოპასქა“ (სწორედ 25 მარტი, როგორც უფლის ისტორიული აღდგომის დღე, გამოყენებული იყო დიონისიოს მცირეს მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის შედგენის დროს). ამასთან დაკავშირებით, III-IV საუკუნეებში არსებობდა ქრისტიანული სექტა, რომელიც აღდგომას უშუალად 25 მარტს ზეიმობდა, განურჩველად კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ეს თარიღი<ref>[https://www.orthodoxtheology.ge/paschalion/ დიაკვანი ირაკლი წაქაძე, „პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრომიულ ჭრილში“.]</ref>.
 
ვინაიდან აღდგომის თარიღი დამოკიდებული იყო ისეთ ასტრონომიულ მოვლენებზე, როგორიცაა გაზაფხულის ბუნიობა, სავსემთვარეობა და მის შემდეგ პირველი კვირადღე, საჭირო იყო მეთოდიკის გამომუშავება, რომელიც საშუალებს მისცემდა წინასწარი გამოთვლებით დაედგინათ აღდგომის თარიღი — ასე გაჩნდა ზემოთ ხსენებულ პერიოდში პასქალური ცხრილები. რომის და ალექსანდრიის ქრისტიანულმა კათედრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს პასქალური ცხრილების შედგენა რაც ეფუძნდებოდა იმ ეპოქის ასტრონომიულ მონაცემებს. ცხრილების მაღალი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მზის და მთვარის წელიწადების ერთმანეთთან დაახლოება, მაგრამ ასტრონომიიდან კარგად არის ცნობილი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები — შეუძლებელია მზის და მთვარის პერიოდები ერთმანეთს ზუსტად დაემთხვას. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად უკვე ძველ სამყაროში იყენებდნენ 2 ციკლს: 8- და 19-წლიანს.
ხაზი 122:
*[https://nikogurgenidze.wixsite.com/thedivinescience/post/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93?fbclid=IwAR0C7Xp0TN_KLNcY1jiOtCrcf0C8KEvefebJpdw89jBVrgTfcifRPlF7a6Y აღდგომის, იგივე პასქალიის თარიღის გამოთვლა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად]
*[http://www.orthodoxtheology.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a1/?fbclid=IwAR33tVMt0hcIYPV6cwky8YifrJcmjrS21ovkbvCyxERxmFk1sd_5KYDrZjU ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი]
*[https://www.orthodoxtheology.ge/paschalion/ დიაკვანი ირაკლი წაქაძე, „პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრომიულ ჭრილში“.]
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან