პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
==ისტორია და თანამედროვეობა==
კიდევ ერთი უახლესი მაგალითი. 1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ პასქალიასთან დაკავშირებით ქალაქ ალეპოში მოაწყო კონფერენცია. 2001 წელს მართლმადიდებლების, კათოლიკეების და პროტესტანტების აღდგომა აღინიშნებოდა ერთ და იმავე დღეს, და გამოთქმული იყო წინადადება, რომ დაწყებული 2002 წლიდან ის გამოთვლილიყო ასტრონომიულად (ისევე როგორც ეს გადაწყვეტილი იყო 1923 წლის თათბირზე). თუმცა ეს წინადადება იმდენად არარეალურია, რომ იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც უტოპია. სამწუხაროდ, მართლმადიდებელმა დელეგატებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს ისე, რომ არც კი მისცეს მას არანაირი ღვთისმეტყველური შეფასება. ასეთი ”ასტრონომიული პასქალია” არ იქნება ციკლური და ამიტომაც ეწინააღმდეგება ქრისტიანული პასქალიის განვითარების რთულ და ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც მოკლედ იყო წარმოდგენილი ამ სტატიაში. აღდგომის მარტისა ან აპრილის ფიქსირებული კვირადღეს ზეიმობაც, რომელსაც ჩვენს დროს გვთავაზობენ, არ შეიძლება მიღებული იყოს ზუსტად იგივე მიზეზების გამო.
როგორც დავინახეთ, სამი კალენდრული რეფორმა განხორციელებული იყო ერთი და იგივე პრინციპის მიხედვით: ნაკიანი დღეების უფრო გართულებული სისტემის შემოღებით მიიღწეოდა უფრო ზუსტი მიახლოება ტროპიკულ წელთან. იგივე მართებულია პასქალიასთან დაკავშირებით: მისი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მისი პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა. თუმცა არსებობს სხვა, უფრო ზუსტი კალენდრებიც: მაგალითად ე.წ. სპარსული კალენდარი, რომელიც 33 წელიწადში 8 ნაკიან წელს შეიცავს ანდა ”მედლერის კალენდარი”, რომელშიც ყოველი 128 წელიწადი მცირდება ერთი ნაკიანი დღით. ასეთივე გზით თანამედროვე ასტრონომიამ შეიძლება შემოგვთავაზოს უფრო ზუსტი მზე-მთვარის ციკლი. ნათელია, რომ ეს ”გაუმჯობესების” პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და რაღაც მომენტში უნდა უბრალოდ შევჩერდეთ და პასუხი გავცეთ შეკითხვაზე – რას მოველით კალენდრისაგან? სიზუსტეს? ასტრონომიის უახლოესი მიღწევების მიყოლას? თუ ეკლესიურ ერთიანობას, რომელიც გამოიხატება მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ ყველა საეკლესიო დღესასწაულის (მოძრავი და უძრავი) ერთიანად აღნიშვნაში?
ეს არაა უბრალოდ თეორიული შეკითხვა, ვინაიდან უახლოეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემას, მაგალითად, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ადგილი ექნება 2100 წლის 1-ლ მარტს, რომელიც იულიუსის კალენდრის მიხედვით იქნება ნაკიანი, ხოლო ”სამოქალაქო” კალენდრით კი – არა. ამგვარად, კალენდრებს შორის განსხვავება გაიზრდება 1 დღით და გახდება 14. შესაბამისად, ამ თარიღის მერე ყველა ჩვენი დღესასწაული ”გადაიწევს” 1 დღით წინ, ანუ ქრიტეშობის დღესასწაულს ვიზეიმებთ 8 იანვარს, ნათლისღებას – 20 იანვარს ახალი სტილით და ა.შ. არ გვინდა რომ სურათი გავამუქოთ, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად ეკლესია შეიძლება ახალი განხეთქილების საფრთხის წინაშე დადგეს, ვინაიდან ჩვენი სამღვდელოების წინაშე დადგება არც თუ ისე ადვილი ამოცანა განუმარტონ ხალხს, რომ თუ ჩვენ იულიუსის კალენდრის ერთგულები ვრჩებით, მაშინ ასეთი ცვლილება გარდაუვალია. უფალმა შეგვიწყალა 2000 წელს, რომელიც ნაკიანი იყო როგორც იულიუსის ასევე გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით. ამიტომ ”ნახტომს” ადგილი არ ჰქონდა. მაგრამ, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ეს მაინც მოხდა. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩვენთან უკვე იქნებოდა ”7 იანვრის ეკლესია” ანდა ”რუსული მეძველსტილე ეკლესია” და ეს არაა უბრალოდ პესიმისტური თეორიული პროგნოზირება. არა ერთხელ ჰქონია ადგილი ”2100 წლის პრობლემის” ირგვლივ განხილვას იმ მღვდლებთან, რომლების კატეგორიულად გამოთქვამდნენ აზრს, რომ თუ შობის აღნიშვნას 2001 წლიდან დაიწყებდნენ 8 იანვარს, მაშინ ისინი ურთიერთობას გაწყვეტდნენ კანონიკურ საეპისკოპოსოსთან, ” ტყეებში გაიხიზნებოდნენ”, მაგრამ შეინახავდნენ ამ და სხვა უძრავი დღესასწაულების ”ჭეშმარიტ” (!?) თარიღებს. და ასეთები, სამწუხაროდ, ცოტანი არ არიან. პრობლემა კი იმაშია, რომ არც ერთმა მათგანმა, როცა ჰკითხეს თუ როდის აღვნიშნავთ ქრიტეშობას, არ ახსენეს ”25 დეკემბერი”, არამედ დაასახელეს გრიგორიუსის 7 იანვარი. სახეზეა – სრული გაურკვევლობა იმ ტრადიციის პრინციპებისა, რომლის მატარებლებადაც ჩვენ ჩვენ თავს ვთვლით. თუმცა, ახალი განხეთქილების მსურველები ემსგავსებიან რომის ეპისკოპოსს ვიქტორს, რომელიც ვერ ხედავდა რწმენისა და ტრადიციების საკითხებს შორის განსხვავებას, ანდა მეძველსტილეებს, რომელთაგან უმრავლესობა პირჯვრის ორი თითით გადაწერის ტრადიციის დაცვის გამო მოაკლდა მადლს ჩამოაყალიბეს რა მრავალრიცხოვანი სექტები სამღვდელოების გარეშე. ისტორიიდან ჩვენ დავინახეთ, რომ II საუკუნის პასქალური კამათის გარდა, რომელიც გამოწვეული იყო რომის პირველობის სურვილით, ევქარისტული კავშირი ეკლესიებს შორის, რომლებიც ზეიმობდნენ აღდგომას ანდა სხვა დღესასწაულს განსხვავებულ დღეებში, არასდროს არ წყდებოდა. ამიტომაც, ის ”მოშურნეები”, რომლებიც არ აზიარებენ მართლმადიდებელ ფინელებს ან ხელახლა აკურთხებენ ტრაპეზს მას მერე რაც მასზე იმსახურეს მართლმადიდებელმა ბერძნებმა (სამწუხაროდ, ასეთნიც ცოტანი არ არიან), თავისი ქცევით ამჟღავნებენ არამარტო არა გონივრულ მოშურნეობას, არამედ გაურკვევლობას იმისა თუ რა არის ეკლესიაში დოგმატი და რა – ლიტურგიკული ტრადიცია.
კიდევ ერთი უახლესი მაგალითი. 1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ პასქალიასთან დაკავშირებით ქალაქ ალეპოში მოაწყო კონფერენცია. 2001 წელს მართლმადიდებლების, კათოლიკეების და პროტესტანტების აღდგომა აღინიშნებოდა ერთ და იმავე დღეს, და გამოთქმული იყო წინადადება, რომ დაწყებული 2002 წლიდან ის გამოთვლილიყო ასტრონომიულად (ისევე როგორც ეს გადაწყვეტილი იყო 1923 წლის თათბირზე). თუმცა ეს წინადადება იმდენად არარეალურია, რომ იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც უტოპია. სამწუხაროდ, მართლმადიდებელმა დელეგატებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს ისე, რომ არც კი მისცეს მას არანაირი ღვთისმეტყველური შეფასება. ასეთი ”ასტრონომიული პასქალია” არ იქნება ციკლური და ამიტომაც ეწინააღმდეგება ქრისტიანული პასქალიის განვითარების რთულ და ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც მოკლედ იყო წარმოდგენილი ამ სტატიაში. აღდგომის მარტისა ან აპრილის ფიქსირებული კვირადღეს ზეიმობაც, რომელსაც ჩვენს დროს გვთავაზობენ, არ შეიძლება მიღებული იყოს ზუსტად იგივე მიზეზების გამო.
თუმცა, თუ ჩვენ ასტრონომიულ ჭრილში განვიხილავთ საყოველთაოდ ცნობილ ფორმულას ”პირველი კვირადღე გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე”, მაშინ, მაგალითად წლევანდელ 2002 წელს გამოდის შემდეგი ვითარება: გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტსაა, მის მერე პირველი სავსემთვარეობა კი ხუთშაბათს, 28 მარტს, და აღდგომის დღესასწაული წესით უნდა იყოს 31 მარტს. მაგრამ მას ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ 5 მაისს, ვინაიდან გაზაფხულის ბუნიობის თარიღმა უკვე ”წაინაცვლა” 3 აპრილზე, და ის სავსემთვარეობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გაზაფხულის ბუნიობის მერე არის უკვე არა პირველი, არამედ მეორე (თანაც ამას უნდა დავუმატოთ მთვარის ფაზათა ცდომილება, რომელიც ამ დროისათვის უკვე 6 დღეს შეადგენს). ფორმალურად კი ეს გაუგებრობა აიხსნება იმით, რომ ყველა ეს თარიღი – გრიგორიუსის კალენდრითაა, ხოლო იულიუსის კალენდრის მიხედვით კი აღდგომა ამ წელს მოდის 22 აპრილზე, ამიტომაც პასქალიის ზედა ზღვარი – 25 აპრილი – გადაკვეთილი არ იქნება. ამიტომ, ასტრონომიული და პასქალური მონაცემების თანაფარდობის საკითხი ღია რჩება.
Line 65 ⟶ 61:
”სრულყოფილი” კალენდარი და პასქალია არ არსებობს. ყველა პასქალური ცხრილი წარმოადგენს მცდელობას შექმნას განსაკუთრებული მათემატიკური სქემა, რომელიც საკმაოდ ზუსტად აღწერდა მთვარის მოძრაობას მისი ცაზე რეალური მდებარეობის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარად იქნებოდა მარტივი და, რაც მთავარია, იქნებოდა ციკლური, ე.ი. ერთხელ და სამუდამოდ გამოთვლილი დროის განსაზღვრული მონაკვეთისათვის თავს აგვაცილებდა ახალი გამოთვლების ჩატარებას. ასეთი ცხრილების მიხედვით აღდგომა იზეიმება დამოუკიდებლად იმისა შეესაბამება თუ არა ეს თარიღი მნათობების რეალურ განლაგებას ცაზე. ამ თვალსაზრისით ალექსანდრიული პასქალია 532 წლიანი ციკლით არის მარტივი და ელეგანტური, მაგრამ მაშინ ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ აღდგომის დღესასწაული იქნება ზაფხულში, ხოლო ქრისტესშობის – გაზაფხულზე.
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანი პასქალისტები დროის გამოთვლის სფეროში არ ქმნიდნენ რაიმე პრინციპულ სიახლეს. ისევე როგორც ქრისტიანულმა ეკლესიამ გადაიღო იმ დროს მოქმედი წარმართული იულიუსის მზის კალენდარი და დროის ათვლის ებრაული სისტემა, რომელიც მთვარის ფაზებზე იყო დაფუძნებული, ასევე წმინდა მამებმა ანტიკური ხანიდან გადმოიღეს ასტრონომიული ციკლები, რომლებიც აღმოჩენილი და აღწერილი იყო რამდენიმე ასწლეულით ადრე სანამ პირველქრისტიანული პასქალური ცხრილები შეიქმნებოდა. ეკლესიის ასეთი მოქნილი პოზიცია არ გვიქმნის ჩვენ ჩვენს თანამედროვეობაში ბარიერს, რომ გამოვიყენოთ ასტრონომიის უახლესი მიღწევები. თუმცა ”კალენდრულ” საკითხზე პასუხი უნდა გასცეს ეკლესიურმა გონებამ და არა მარტო ასტრონომებმა და მათემატიკოსებმა.
 
როგორც მართლმადიდებლური პასქალიის განვითარების ისტორიიდან დავინახეთ, მისი შექმნა და ხმარებაში შემოღება განხორციელებული იყო ან ცალკეული ეპისკოპოსების, ანდა კრების მიერ. ყოველ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეკლესიის წინამძღვარნი და, თანაც, ისინი კარგად ერკვეოდნენ ამ საკითხის ასტრონომიულ და მათემატიკურ მხარეში, ანდა ამისათვის იწვევდნენ სპეციალისტებს. აუცილებელია, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებით ვისარგებლოთ ჩვენ ჩვენს დროში და მხედველობაში მივიღოთ არამარტო კალენდრის ”სიზუსტე” და პრობლემის ტექნიკური კომპლექსი, არამედ ეკლესიის მორწმუნეებზე მწყემსმთავრული მზრუნველობა, რომელთათვის მართლმადიდებელი კლესიის კალენდრულ-პასქალური ტრადიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.
 
ამიტომ საჭიროა ამ კალენდრული და პასქალური საკითხის არამარტო ღრმა და ისტორიული, არამედ შიდაეკლესიური გამოკვლევაც. ეს კი საკმაოდ რთულია და მოითხოვს საფუძვლიან შრომას. თუ ამ საკითხის ასეთი დეტალური შესწავლა არ მოხდება თვით ეკლესიის სასულიერო აკადემიებში, მაშინ ჩვენ დავრჩებით იმ ბროშურების დონეზე, რომელიც ჩვენი ეკლესიის დახლებზეა და მათში ხშირად არის ტირაჟირებული მცდარი ინფორმაცია. ჩვენ დავრჩებით ”მართლმადიდებელი ხულიგნების” დონეზე, რომლებიც ამოფარებულნი იყვნენ რა ”ჭეშმარიტებისათვის ბრძოლის ქვეშ” რამოდენიმე წლის წინ შეეცადნენ ჩაეშალათ თავისი წინამძღვრის ქადაგება. საკმაოდ დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ ახსნიდა იულიუსის და გრიგორიუსის კალენდრებს შორის განსხვავებას და ალბათ ერთ თუ ორ მათგანს გაგებული ექნებოდა შესწორებული იულიუსის კალენდრის შესახებ, რომლითაც 11 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.
 
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ აქ არაა საუბარი კიდევ ერთი რეფორმის ჩატარებაზე – რეფორმები ისტორიაში საკმარისად იყო, არამედ საუბარია აუცილებლობაზე რომ გავცეთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებსაც თანამედროვეობა ჩვენს წინაშე სვამს. ეს უნდა ხდებოდეს მართლმადიდებლური გამომცემლობის ფურცლებზე, დისკუსიის და წიგნების და რაც მთავარია სერიოზული მეცნიერული გამოკვლევების გამოცემის გზით. რასაკვირველია, IV-V საუკუნეების პასქალურ ცხრილებში გარკვევა საკმაოდ შრომისტევადი და მოსაწყენი სამუშაოა, უფრო ადვილია ”იულიუსის კალენდარი ან სიკვდილი”-ს მაგვარი მორიგი ბროშურის გამოცამა და ამით არსებული სიტუაციის გულმხურვალედ დაცვა და იერარქიის ანათემაზე გადაცემა. მაგრამ, საკმარისი არაა ტრადიის მხოლოდ დაცვა, საჭიროა მისი ცოდნა და სიყვარული. და მხოლოდ ამ შემთხვევაში ის არ გახდება კანონის მომაკვდინებელ მკვდარ ასოდ, არამედ გარდაიქცევა ეკლესიის მიერ ცხოვრებაში გონიერად გამოეყენებულ ცოცხალ გადმოცემად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან