პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
ამგვარად, აღდგომის თარიღთან დაკავშირებით ქრისტიანების ებრაელთაგან გამოყოფის პროცესი მიმდინარეობდა ნელ-ნელა და რამდენიმე საფეხურით. მეათთოთხმეტელთა აღდგომა, აღდგომა იუდეველებთან ერთად, ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალია არის სამი მნიშვნელოვანი საფეხური ამ პროცესისა. არც ერთი წინა პრაქტიკა არ უთმობდა ადგილს მომდევნო პრაქტიკას მშვიდობიანად, პასქალური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესს თან სდევდა კამათი, დაპირისპირება და განხეთქილებაც კი. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი არის ის, რომ „უძველესის“ კრიტერიუმი არასდროს არ იყო გადამწყვეტი – ხშირად უფრო ძველი პრაქტიკა ინათლებოდა როგორც სქიზმატური და ერეტიკული, უთმობდა რა ადგილს ახალს. დამახასიათებელია აგრეთვე ისიც, რომ ამ კამათების დროს წარმოჩენილი არგუმენტები არ იყო ღვთისმეტყველური, არამედ ეკლესიოლოგიური: იმარჯვებდა ის ტრადიცია, რომელსაც უმრავლესობა ღებულობდა, უმეტესად იმიტომ, რომ ის წარმოიშვებოდა ლიტურგიკის მსხვილ ცენტრებში, როგორიც იყო რომი და ალექსანდრია.
 
===პასქალიის გრიგორიუსისგრიგორისეული რეფორმა===
ერთიანობა აღდგომის თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მიღწეული იყო აქ განხილული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დარღვეული იყო 1582 წელს რომის პაპის გრიგორ XIII-ის რეფორმით. ამ რეფორმაზე საუბრისას, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ეს იყო პასქალიის რეფორმა, ხოლო კალენდრის შეცვლა – ეს უკვე იყო შედეგი, თუმცა დღევანდელობაში სწორედ კალენდრული საკითხია ყველაზე მეტად საგრძნობი. პაპის კომისიამ გადაწყვიტა აღედგინა ის ასტრონომიული რეალობა, რომელიც საფუძვლად ედო ალექსანდრიის პასქალიას – 21 მარტი როგორც გაზაფხულის ბუნიობის დღე და პასქალური საზღვრები 22 მარტი – 25 აპრილი. თუმცა ამის მისაღწევად მოახდინეს ცვლილებები, რომლებმაც მოშალეს ალექსანდრიული 532 წლიანი პასქალიის სტრუქტურა: ეპაქტების დამატებითი სისტემა, კალენდრული ციკლის გაზრდა 400 წლამდე და ა. შ. ამის შედეგად დასავლური პასქალიის პერიოდი იმდენად დიდი გახდა (დაახლ. 5700000 წელი), რომ ის უკვე არა ციკლური არამედ უფრო წრფივი გახდა. ეს ცვლილება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სიზუსტე მიიღწევა სიმარტივის დაკარგვით.
დასაწყისში გრიგორიუსის კალენდარმა და პასქალიამ პროტესტანტულ სამყაროში გამოიწვია მკვეთრი უსიამოვნება, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში. მართლმადიდებლებმაც მკვეთრად დაგმეს ეს სიახლე, და 1583 წ. კრებაზე ანათემას გადასცეს ყველა ვინც მისდევდა გრიგორიუსის კალენდარს და პასქალიას. ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ ევროპული უნივერსიტეტები და ასტრონომები აკრიტიკებდნენ ამ რეფორმას. ეს მართლაც ასეა, მაგრამ თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რეფორმამდელ და რეფორმის მერე გამოხმაურებებს, მაშინ დავინახავთ რომ მოთხოვნები ცვლილების შესატანად უფრო რადიკალური იყო და პასქალისათან დაკავშირებით ისინი შეიძლება დაიყვანოს ორ პუნქტამდე: 1. აღდგომა იზეიმებოდეს მარტის ბოლო კვირას ანდა აპრილის პირველ კვირადღეს, 2. აღდგომა აღინიშნებოდეს პირველ კვირადღეს 21 მარტის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე, თანაც ყველა შემადგენელი პარამეტრი ასტრონომიულად უნდა განისაზღვროს.
დასაწყისში გრიგორიუსისგრიგორიანულმა კალენდარმა და პასქალიამ პროტესტანტულ სამყაროში გამოიწვია მკვეთრი უსიამოვნება, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში. მართლმადიდებლებმაც მკვეთრად დაგმეს ეს სიახლე, და 1583 წ. კრებაზე ანათემას გადასცეს ყველა ვინც მისდევდა გრიგორიუსისგრიგორიანულ კალენდარს და პასქალიას. ხშირად შეიძლება გავიგონოთ, რომ ევროპული უნივერსიტეტები და ასტრონომები აკრიტიკებდნენ ამ რეფორმას. ეს მართლაც ასეა, მაგრამ თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რეფორმამდელ და რეფორმის მერე გამოხმაურებებს, მაშინ დავინახავთ რომ მოთხოვნები ცვლილების შესატანად უფრო რადიკალური იყო და პასქალისათან დაკავშირებით ისინი შეიძლება დაიყვანოს ორ პუნქტამდე: 1. აღდგომა იზეიმებოდეს მარტის ბოლო კვირას ანდა აპრილის პირველ კვირადღეს, 2. აღდგომა აღინიშნებოდეს პირველ კვირადღეს 21 მარტის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე, თანაც ყველა შემადგენელი პარამეტრი ასტრონომიულად უნდა განისაზღვროს.
 
===1923 წლის შესწორებული იულიუსის რეფორმა===
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ბოლო პუნქტს, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ის კვლავ გაჟღერდა 1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე. შესწორებული იულიუსის კალენდრის შემოღებასთან ერთად, გადაწყვეტილი იყო აღდგომის აღნიშვნა ფორმულით ”პირველი კვირადღე ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე”, სადაც ყველა კომპონენტი უნდა განისაზღვროს არა ალექსანდრიული პასქალიი მიხედვით, არამედ ასტრონომიულად იერუსალიმის განედზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დღემდე არაა განხორციელებული, ამიტომ შესწორებული იულიუსის რეფორმა დარჩა ნახევრად შესრულებული: ავტოკეფალურ ეკლესიათა უმრავლესობა აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც იულიუსის კალენდარს ემყარება, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – შესწორებული იულიუსის კალენდრით (გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომას ზეიმობს გრიგორიუსის პასქალიის მიხედვით). ასეთ პრაქტიკას საფუძვლად უდევს 1948 წ. მოსკოვში გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით და იულიუსის კალენდრით, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. სამღვდელოება და მრევლი ვალდებულნი არიან მიყვნენ იმ ადგილობრივი ეკლესიის კალენდრულ სტილს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობენ. ასეთი ”დუალიზმის” შედეგად გარდაუვალია გარკვეული ტიპიკონური შეუსაბამოებები: ასე მაგალითად საკმაოდ გვიანდელი აღდგომის შემთხვევაში პეტრე-პავლეს მარხვა მთლიანად ქრება, გარდა ამისა სირთულეები ჩნდება მარკოზის თავებთან დაკავშირებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან