აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
109.172.147.118-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 18:
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ([[1908]]), რომელიც, ისევე როგორც [[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში|პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]] ([[1912]]), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
 
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. გალაქტიონ ტაბიძემ დიდი მწერალს ლექსი მიუძღვნა დაკრძალულია [[თბილისი|თბილისში]], საზოგადო მოღვაწეთა [[პანთეონი (მთაწმინდა)|მთაწმინდის პანთეონში]]. თბილისში არსებობს მისი სახელობის [[აკაკი წერეთლის გამზირი|გამზირი]]. გალაქტიონ ტაბიძემ აკაკის მიუძღვნა ლექსი "აკაკის ლანდი"
 
მდუმარე მხარეს შორი მთებისას
 
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
 
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
 
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
 
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
 
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
 
და მოხიბლული იყო მთიები
 
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
 
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
 
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი
 
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
 
აღელვებული ელიზიუმი.
 
გრძნობოდა თანაბარ მოახლოებას
 
განცვიფრებული და დიდი მთები,
 
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
 
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები
 
მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
 
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა, -
 
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
 
ნაპერწკლის დროშით ააელფერა,
 
და საიდუმლო შუქით შემოსა
 
მიწყნარებული გზა იშვიათი: -
 
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
 
მწუხარე ლანდი...მაღალი ლანდი.
 
ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
 
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
 
რომ არ აანთოს ისევ სანთელი,
 
დავიწყებული ხატის მახლობლად.
 
 
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
 
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
 
ჩვენი სიზმრების სიდიადეში
 
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
 
მადლს არ მოგვაკლებს და შუქს უსიტყვოს
 
მისი, პოეტის, მადლით ანთება.
 
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
 
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება! (1915)
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_წერეთელი“-დან