კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
რთულია იმის დადგენა თუ ზუსტად როდის დაიწყო დროის აღრიცხვისათვის დღე-ღამეზე უფრო ხანგძლივი ერთეულის გამოყენება. კვირაც უხსოვარი დროიდან შემოიღეს. მისი ხანგძლივობა განაპირობა მთვარის თვის 4 ნაწილად დაყოფამ, აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ რიცხვი 7 გამოხატავდა ცაზე ყველაზე კაშკაშა პლანეტების და მზისა და მთვარის საერთო რიცხვსაც.
 
ფაქტია, რომ კვირის და თვის წარმოქმნაც და მათი კალენდარულ თვლაში გამოყენება მთვარის ფაზებთან იყო დაკავშირებული. დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ პირველი კალენდარული სისტემა, რომლითაც მოხდა წელიწადის ზომის ერთეულად მიღება იყო მთვარის კალენდარი. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები მთვარისმიერი კალენდრების ტროპიკულ წელიწადთან ჰარმონიაში მოყვანას, განსხვადებოდა თვებისა და მათში არსებული დღეების რიცხობრივი მნიშვნელობა. აღნიშნულმა მცდელობამ კაცობრიობა მთვარისმიერი კალენდრიდან, ჯერ მთვარე-მზისიერ კალენდარზე, შემდეგ კი მზისიერ კალენდრებზე გადაიყვანა.
 
მიუხედავად კალენდარული სისტემების თანმიმდევრულმა სრულყოფამ, კაცობრიობის ისტორიაში ყველგან ერთროულად არ მომხდარა ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა. ყველა ქვეყანა ოდითგანვე ინარჩუნებდა თავის ორიგინალობას და სვადასხვა დროუს გადადიოდნენ ახალ, უფრო მორგებულ სისტემებზე.
 
==კალენდარული სისტემები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალენდარი“-დან