კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
გრიგორიანულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით. პირვალდ იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთშა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII საუკუნეებში), ინგლისში (XVIII საუკუნეში), იაპონიაში (XIX საუკუნეში). რევოლუციამდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთმანეთს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
 
==მთვარის კალენდრები==
ბევრ ქვეყანაში, უმთავრესად აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნები იყენებენ მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ ე. წ. მთვარისმიერ კალენდარს — ჰიჯრას, რომლის მიხედვით მთვარისმიერი წელიწადი შეიცავს 30- და 29-დღეღამიან 12 თვეს (354 დღე-ღამე). ყოველი თვის პირველი დღე უნდა ემთხვეოდეს ახალმთვარეობას. რადგანაც მთვარისმიერი წელიწადი 11 დღე-ღამით მზისიერ წელიწადზე მოკლეა, ეს ართულებს თარიღების გაიგივებას ამ ორ კალენდარში. კიდევ უფრო რთულია მთვარე-მზისიერი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს მზის ხილული წლიური მოძრაობის შეთავსებას მთვარის ფაზების მონაცვლეობასთან, ძველად ასეთ კალენდრებს იყენებდნენ ბაბილონში, ჩინეთსა და საბერძნეთში. მთვარისმიერი კალენდარი უფრო ძველია, უფრო ადრინდელი ისტორიის კუთვნილებაა, რადგანაც მთვარის ფაზების მონაცვლეობის შემჩნევა უფრო ადვილია, ვიდრე მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევით გამოწვეული სეზონური ცვლილებებისა.
 
რთულია იმის დადგენა თუ ზუსტად როდის დაიწყო დროის აღრიცხვისათვის დღე-ღამეზე უფრო ხანგძლივი ერთეულის გამოყენება. კვირაც უხსოვარი დროიდან შემოიღეს. მისი ხანგძლივობა განაპირობა მთვარის თვის 4 ნაწილად დაყოფამ, აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ რიცხვი 7 გამოხატავდა ცაზე ყველაზე კაშკაშა პლანეტების და მზისა და მთვარის საერთო რიცხვსაც.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალენდარი“-დან