კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
კალენდარი ({{lang-la|Calendarium}}<Calendae — თვის პირველი დღე) — დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად (დღე-ღამეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადებად, საუკუნეებად) დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საისტორიო გამოკვლევებში გამოსაყენებლად.
 
==ისტორია==
აღნიშნული პერიოდები, ანუ დროის შუალედები, განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანთა საქმიანობაზე. ყველა პერიოდს შორის უფრო გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული დღე-ღამეა. უკანასკნელი განისაზღვრება დედამიწის ერთი მობრუნებით თავისი ღერძის ირგვლივ და, როგორც თითქმის უცვლელი პერიოდი, დროის საზომ ერთეულს წარმოადგენს. დიდი შუალედების გასაზომი ძირითადი ერთეულია [[ტროპიკული წელიწადი]], რომელიც მზის ირგვლივ დედამიწის ერთი გარემოქცევით განისაზღვრება. იგი შედგება დღე-ღამოთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან (365,2422 დღე-ღამე, ანუ 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი). დროის აღრიცხვის საქმეში ეს ქმნის ერთგვარ სიძნელეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ წელიწადში დღე-ღამეების მთელი რიცხვია (365 ან 366). ასეთი ერთგვარად პირობითი წელიწადი სამოქალაქო წელიწადია. მისი ხანგრძლივობა საშუალო ტროპიკული წელიწადის ტოლი უნდა იყოს, რათა წლების სამოქალაქო ანგარიში, ანუ წელთაღრიცხვა, არ დაშორდეს იმ ბუნებრივი მოვლენის (მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევის) პერიოდულობას, რომელსაც უნდა ემყარებოდეს იგი. სამოქალაქო და ტროპიკული წელიწადის ერთიმეორესთან დაახლოება და შეთავსება კალენდრის ანუ წელთაღრიცხვის, ისტორიული პრობლემაა, რომელსაც ქმნის დროის საზომ ერთეულებად აღებული ორი პერიოდის — დღე-ღამისა და ტროპიკული წელიწადის უთანაზომობა.
 
===იულიუსის კალენდარი===
==ისტორია==
თანამედროვე ეპოქაში მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კალენდრის საწყისი მიეკუთვნება ძვ. წ. I საუკუნეს, როცა იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით, ძვ. წ. 45 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წელიწადის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დღე-ღამე, ხოლო ყოველი მეოთხე წელიწადისა — 366 დღე-ღამედ. ამგვარად წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა იყო 365,25 დღეღამე, რაც ძალიან ახლო იყო ტროპიკულ წელიწადის ხანგრძლივობასთან (365,2422 დღე-ღამე). წელიწადის 12 თვედ დაყოფისას, ყოვე თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე-ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში — 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიან წელიწადად ჩაითვალა ყოველი ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი 4-ზე იყოფოდა უნაშთოდ. იულიუსის კალენდარი 325 წელს ქრისტიანულმა ეკლესიამ სცნო, მაგრამ იგი საბოლოოდ VII საუკუნეში მოწესრიგდა. 4 წელიწადის მანძილზე დაგროვილი განსხვავება იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა შორის უმნიშვნელოა (44 წუთი და 56 წამი), საუკუნეების მანძილზე კი იგი იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელი შეიქმნა, რამდენადაც ბუნიობისა და მზებუდობის დღეები თანდათანობით ადრინდელი კალენდარულ რიცხვებზე მოდიოდა. მაგალითად IV საუკუნეში ზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI საუკუნეში კი — 11 მარტს. ამგვარად, იულიუსის წელთაღრიცხვა 10 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა ბუნებას“. ამან

===გრიგორიანული მოითხოვაკალენდარი===
ბუნიობის დღის გადაწევამ წარმოშვა იულიუსის წელთაღრიცხვის სისტემის რეფორმარეფორმის აუცილებლობა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ. მისი 1582 წლის ბულის საფუძველზე დღეთა ანგარიში გადანაცვლებულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. ამავე რეფორმით ის წელი, რომლის საუკუნეების რიცხვი მთელია, მაგრამ უნაშთოდ 4-ზე არ იყოფა (წლების რიცხვი კი იყოფა), არ ჩაითვალა ნაკიანად (ნაკიანია 1600, 2000, 2400 წლები. ნაკიანი არ არის 1700, 1800, 1900, 2100 წლები). ამ წესის განხორციელება კიდევ უფრო მეტად აახლოებს სამოქალაქო წელთაღრიცხვას წელთა ბუნებრივ მიმდინარეობასთან. თუ იულიუსის კალენდარში სამი დღე-ღამის ცდომილება გროვდებოდა ყოველ 400 წელიწადში, გრიგორიანულ კალენდარში ერთი დღე-ღამის ცდომილება 3300 წელიწადის მანძილზე დაგროვდება.
 
გრიგორიანულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით. პირვალდ იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთშა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII საუკუნეებში), ინგლისში (XVIII საუკუნეში), იაპონიაში (XIX საუკუნეში). რევოლუციამდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთმანეთს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალენდარი“-დან