კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
 
==ისტორია==
თანამედროვე ეპოქაში მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კალენდრის საწყისი მიეკუთვნება ძვ. წ. I საუკუნეს, როცა იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით, ძვ. წ. 45 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წელიწადის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დღე-ღამე, ხოლო ყოველი მეოთხე წელიწადისა — 366 დღე-ღამედ. ამგვარად წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა იყო 365,25 დღეღამე, რაც ძალიან ახლო იყო ტროპიკულ წელიწადის ხანგრძლივობასთან (365,2422 დღე-ღამე). წელიწადის 12 თვედ დაყოფისას, ყოვე თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე-ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში — 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიან წელიწადად ჩაითვალა ყოველი ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი 4-ზე იყოფოდა უნაშთოდ. იულიუსის კალენდარი 325 წელს ქრისტიანულმა ეკლესიამ სცნო, მაგრამ იგი საბოლოოდ VII საუკუნეში მოწესრიგდა. 4 წელიწადის მანძილზე დაგროვილი განსხვავება იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა შორის უმნიშვნელოა (44 წუთი და 56 წამი), საუკუნეების მანძილზე კი იგი იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელი შეიქმნა, რამდენადაც ბუნიობისა და მზებუდობის დღეები თანდათანობით ადრინდელი კალენდარულ რიცხვებზე მოდიოდა. მაგალითად IV საუკუნეში ზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI საუკუნეში კი — 11 მარტს. ამგვარად, იულიუსის წელთაღრიცხვა 10 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა ბუნებას“. ამან მოითხოვა იულიუსის წელთაღრიცხვის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ. მისი 1582 წლის ბულის საფუძველზე დღეთა ანგარიში გადანაცვლებულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. ამავე რეფორმით ის წელი, რომლის საუკუნეების რიცხვი მთელია, მაგრამ უნაშთოდ 4-ზე არ იყოფა (წლების რიცხვი კი იყოფა), არ ჩაითვალა ნაკიანად (ნაკიანია 1600, 2000, 2400 წლები. ნაკიანი არ არის 1700, 1800, 1900, 2100 წლები). ამ წესის განხორციელება კიდევ უფრო მეტად აახლოებს სამოქალაქო წელთაღრიცხვას წელთა ბუნებრივ მიმდინარეობასთან. თუ იულიუსის კალენდარში სამი დღე-ღამის ცდომილება გროვდებოდა ყოველ 400 წელიწადში, გრიგორიანულ კალენდარში ერთი დღე-ღამის ცდომილება 3300 წელიწადის მანძილზე დაგროვდება.
 
გრიგორიანულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით. პირვალდ იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთშა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII საუკუნეებში), ინგლისში (XVIII საუკუნეში), იაპონიაში (XIX საუკუნეში). რევოლუციამდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთმანეთს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალენდარი“-დან