წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
[[File:Agbuga code. A 18th century MSS (Georgia).jpg|მინი|აღბუღას სამართალი]]
'''წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე''', ''ბექას და აღბუღას სამართალი,'' ძველი ქართული კანონმდებლობის ძეგლი. შედგენილია XIII—XIV საუკუნეებში. შეტანილია [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში]] მე-6 ნაწილად აღბუღას სამართლის სახელწოდებით. შეიცავს შესავალსა და 98 მუხლს, რომელთაგან 1— 65 მმ — ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი — მიეკუთვნება ბექა I ჯაყელს, ხოლო 66-98 მმ — აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის სამართალი — ბექას შვილიშვილს [[აღბუღა I |აღბუღა I ჯაყელს]].
 
ბექას სამართალი შედგენილი უნდა იყოს 1295—1304, აღბუღასი — დაახლოებით 1381—86, „ბექაჲს განაჩენი“ ცალკე, დამოუკიდებელი სამართლის წიგნის სახით არ შემონახულა. იგი „სრულობითა და უკლებელად“ აღნუსხავს და ახალ კანონების „დართვით“ დაუმტკიცებია აღბუღას საკანონმდებლო კრებას. ძეგლის უძველესი ხელნაწერია 1672 ნუსხა. კანონთა თავდაპირველი ტექსტი საგრძნობლად დაზიანებულია.