მანგროს ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''მანგოს ტყეები''' (<ინგლ. mangrove), ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე ტყეე...)
 
'''მანგოს ტყეები''' (<[[ინგლ.]] mangrove), ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე ტყეები[[ტყ]]ეები ტალღებისაგან დაცულ დამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ [[ზღვა|ზღვის]] მოქცევისას იფარება წყლით. მანგოს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია [[ლამი|ლამში]]) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც ჟანგბადით[[ჟანგბადი]]თ ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგოს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება Rhizophora-ს, Avicennia-ს, Aegiceras, Sonneratia-ს, Bruguiera-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება ეპიფიტები (უმეტესად [[ლუიზიანური ხავსი]]). მანგოს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგოს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სანაპიროზე სამხრეთ [[კალიფორნია|კალიფორნიიდან]] ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 6, გვ. 404-405, თბ., 1983
 
[[de:Mangrove (Ökosystem)]]
[[en:mangrove]]
[[fr:mangrove]]
[[pt:manguezal]]
[[es:manglar]]
[[hr:Šuma mangrova]]