სეფიანთა იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 62:
 
==ისტორია==
დინასტიის პირველი წარმომადგენელი [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ I]] ხელისუფლების სათავეში მოვიდა [[აზერბაიჯანი]]ს და [[ანატოლია|ანატოლიის]] თურქული ტომების მხარდაჭერის შედეგად, რომლებიც [[ყიზილბაშები]]ს სახელით იყვნენ ცნობილნი (წითელი თავსაფრის ტარების გამო). პირველ სეფიანთა ძალაუფლება ემყარებოდა ყიზილბაშთა თურქული ტომების სამხედრო ძალას, რომლის ბალანსირება ხდებოდა სპარსული წარმომავლობის ბიუროკრატიით. დედაქალაქი იყო ჯერ [[თავრიზი]] (1502-1548), შემდეგ [[ყაზვინი]] (1548-1589). სასახლის კარზე და ჯარში გაბატონებული იყო თურქულ-აზერბაიჯანული ენა.
 
სეფიანთა სახელმწიფომ თავის ძალაუფლების მწვერვალს [[აბას I (ირანი)|შაჰ აბას I]] დიდის ([[1587]]-[[1629]]) მმართველობის პერიოდში მიაღწია. ამ დროისთვის მოხდა ყიზილბაშური ელემენტების თანდათანობითი განდევნა სამხედრო სფეროდან და მისი ჩანაცვლება [[კავკასია|კავკასიური]] ელემენტებით. კავკასიელები ასევე განსაკუთრებულ როლს ასრილებდნენ სეფიანთა ადმინისტრაციაში. ამ გზით შაჰ აბასმა მოახერხა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერება და მომთაბარე ყიზილბაშების სამხედრო ძალაზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება. აბას I-მა ჩაატარა დედაქალაქი გადაიტანა [[ისპაჰანი|ისპაჰანში]]. სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად, რაშიც [[ინგლისი|ინგლისელი]] კონსულებიც უწევდნენ დახმარებას, შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის არმიის შექმნა. ის წარმატებით უპირისპირდებოდა [[უზბეკები|უზბეკებს]] აღმოსავლეთით და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებს]] დასავლეთით. შაჰ აბასმა შესძლო [[პორტუგალიელები]]ს განდევნა [[ბაჰრეინი]]დან (1602) და ინგლისის ფლოტის დახმარებით [[ჰორმუზდი]]დან [[სპარსეთის ყურე]]ში (1622), რომელიც პორტუგალიელებისთვის [[ინდოეთი|ინდოეთთან]] დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენდა. მან გააფართოვა სავაჭრო კავშირები ინგლისთან და ინდოეთთან. აბას I-ის დროს განვითარდა ფეოდალური კულტურა, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა [[შიიზმი]].