ბოსფორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
91.184.106.175-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა CommonsDelinker-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 2:
'''ბოსფორი''' (ბერძ. Βόσπορος ძროხის რქა, თურქ.: Boğaziçi, სტამბოლის სრუტე) — [[სრუტე]], რომელიც ჰყოფს [[თურქეთი|თურქეთის]] ევროპულსა ([[რუმელია]]) და აზიურ ([[ანატოლია]]) ნაწილებს. მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოიყენება და ის [[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს ზღვას]] [[შავი ზღვა|შავ ზღვასთან]] აერთებს, რომელიც თავის მხრივ [[დარდანელი|დარდანელით]] [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვას]] უერთდება [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვაში]]. მისი სიგრძე დაახ. 30 კმ-ია, მაქსიმალური სიგანით 3.700 მეტრი ჩრდილოეთ შესართავთან, და მინიმ. სიგანით 700 მეტრი. სიღრმე მერყეობს 36-124 მეტრს შორის დინების შუაში.
 
ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] [[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს ზღვისკენ]], ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ. ამის შედეგად შავი ზღვა წელიწადში 175 კმ³ ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალს იღებს, ხოლო აზოვისმარმარილოს ზღვა ყოველწლიურად შავ ზღვას 66 კმ³ დაბალი მარილიანობის წყალს აძლევს.<ref>დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ. სსრკ ფიზიკური გეოგრაფია. — განათლება, 1988. — გვ. 54-58.</ref>
 
სრუტის ნაპირები მჭიდროდ დასახლებულია, მასზე მდებარეობს ქალაქი [[სტამბოლი]] (11 მილიონზე მეტი მცხოვრები).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსფორი“-დან