სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
91.184.106.32-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა DavidTheBuilder-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 32:
 
==ბიოგრაფია==
მამის, სულთან [[ბაიაზიდ II]]-ის მმართველობის პერიოდში იყო ტრაპიზონის[[ტრაპიზონი]]ს [[სანჯაყ-ბეი]]. ცოლად ჰყავდა მოყვანილი ყირიმის ხანის, [[მენლი I გირეი|მენლი გირეის]] ქალიშვილი – [[აიშე ჰაფსა სულთანი|აიშე]]. სელიმი არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან ჰყავდა უფროსი ძმები. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სულთან ბაიაზიდის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო და ამასთან ერთად, იყო გაცილებით ჭკვიანი ვიდრე მისი უფროსი ძმები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა იძულებული გაეხადა ტახტი სწორედ მისთვის დაეთმო და ეს გამოუვიდა კიდეც. [[1512]] წლის 25 აპრილს [[ბაიაზიდ II|სულთან ბაიაზიდი]] გადადგა და ტახტი სელიმს დაუთმო. ერთი თვის შემდეგ ბაიაზიდი გარდაიცვალა და არსებობს ვერსია, რომ მისი მოკვლის ბრძანება სწორედ სელიმმა გასცა. სელიმმა ყველა ტახტისათვის მოცილე ძმა სიკვდილით დასაჯა და [[ოსმანები|ოსმანთა დინასტიის]] ერთპიროვნული წინამძღოლი გახდა.
 
სელიმ I განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. [[ევროპა|ევროპაში]] წინსვლის მაგივრად კურსი აღმოსავლეთით აიღო, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ახლადშექმნილი შიიტური [[სეფიანთა ირანისგაირანი|ირანისგან]] ხედავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, [[შიიზმი|შიიზმთან]] ბრძოლის დევიზით გამოვიდა [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] წინააღმდეგ და 1512–1514[[1512]]–[[1514]] წლებში ანატოლიაში[[ანატოლია]]ში მოაწყო შიიტების[[შიიტები]]ს ჟლეტა, [[1514]] წელს [[ჩალდირანის ბრძოლაშიბრძოლა]]ში დაამარცხა [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა ირანის]] პირველი შაჰი [[ისმაილ I|ისმაილი]] და მიიტაცა [[დასავლეთ სომხეთი]], [[ქურთისტანი]] და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. [[1515]] წელს დაასრულა აღმოსავლეთ [[ანატოლია|ანატოლიისა]] და სომხეთის[[სომხეთი]]ს დაპყრობა, [[1516]] წელს დაიპყრო ჩრდილოეთი [[ერაყი]], [[სირია]], [[პალესტინა]], [[1517]] წელს — [[ეგვიპტე]]. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმაქალაქებმამუსულმანურმა მექამ[[ქალაქი|ქალაქებმა]] [[მექა]]მ და მედინამ[[მედინა]]მ აღიარეს ოსმალეთის[[ოსმალეთი]]ს სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა ხალიფას[[ხალიფა]]ს წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. [[1519]] წელს ჩაახშო [[ჯელალიების აჯანყება]]. გარდაიცვალა [[1520]] წლის [[22 სექტემბერი|22 სექტემბერს]], 50 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ერთადერთი ვაჟი, [[სულეიმან I]], რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის პორტა განვითარების უმაღლეს მწვერვალს აღწევს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ_I“-დან