ცივი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
[[1989]] წელს, [[პანევროპული პიკნიკი]]ს შემდეგ რკინის ფარდის დაცემამ და რევოლუციების მშვიდობიანმა ტალღამ ([[რუმინეთი]]სა და [[ავღანეთი]]ს გარდა) დაამხო აღმოსავლეთ ბლოკის თითქმის ყველა კომუნისტური მთავრობა. თავად საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი საბჭოთა კავშირზე და აიკრძალა [[1991]] წლის აგვისტოში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამან თავის მხრივ გამოიწვია [[სსრკ-ის დაშლა]] [[1991]] წლის დეკემბერში, მისი შემადგენელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება და კომუნისტური მთავრობების დაშლა აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილზე. ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.
 
==ტერმინის წარმოშობა==
ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის [[ჯორჯ ორუელი]]ს კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში „თქვენ და ატომური ბომბი“, რომელიც გამოქვეყნდა [[1945]] წლის 19 ოქტომბერს ბრიტანულ გაზეთ „ტრიბუნში“.
 
[[1946]] წლის 10 მარტის The Observer-ში ორუელი წერდა: „გასული წლის დეკემბერში მოსკოვის კონფერენციის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „ცივი ომის“ წარმოება ბრიტანეთის იმპერიაზე“.
 
ტერმინის პირველი გამოყენება [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირსა]] და [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებს]] შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად, [[1947]] წლის 16 აპრილს მოხდა დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის [[ბერნარდ ბარუხი]]ს გამოსვლაში.<ref>Gaddis, John Lewis (2005). The Cold War: A New History. Penguin Press. P. 54 ISBN 978-1-59420-062-5.</ref> სიტყვაში, რომელიც დაწერა ჟურნალისტმა ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი ომის შუაგულში ვართ“.<ref>{{cite web |title=Bernard Baruch coins the term "Cold War" |url=https://www.history.com/this-day-in-history/bernard-baruch-coins-the-term-cold-war |website=HISTORY |access-date=23 October 2019 |date=13 November 2009 |ref={{harvid|History.com|2009}} |archive-date=7 January 2020 |archive-url=https://web.archive.org/web/20200107063147/https://www.history.com/this-day-in-history/bernard-baruch-coins-the-term-cold-war |url-status=live }}</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცივი_ომი“-დან