მეგრელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Tipy Mingreltsy. Types of Life The Mingrelians (1865) (A).jpg|მინი|მეგრელები, XIX ს.]]
'''მეგრელები''' ({{lang-xmf|მარგალეფი}}) — [[ქართველები|ქართველთა]] სუბეთნიკური ჯგუფი''. ''წარსულში ეკავათ ისტორიული [[კოლხეთი|კოლხეთის სამეფო]] ცენტრალური რაიონები, ამჟამად სახლობენ — [[სამეგრელო-ზემო სვანეთი|სამეგრელო-ზემო სვანეთისა]]სა და [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] რიგ მუნიციპალიტეტებში ([[გალის მუნიციპალიტეტი|გალი]], [[ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი|ოჩამჩირე]], [[სოხუმის მუნიციპალიტეტი|სოხუმი]]). მეგრელთა უმრავლესობა ორენოვანია და ძირითადად საუბრობენ [[ქართველური ენები|ქართველურ ენათა ჯგუფში]] შემავალ ორ ენაზე; მშობლიური [[მეგრული ენა|მეგრული ენის]] გარდა ისინი ფლობენ [[ქართული ენა|ქართულ ენასაც]]. მეგრელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ზოგიერთი წყაროს შეფასებით საქართველოში მათი რაოდენობა 800&nbsp;000 აღწევს. ეთნონიმი „მეგრელი“ პირველად გვხვდება 735 წლით დათარიღებულ [[ატენის სიონის წარწერები|ატენის სიონის წარწერებსა]] და ასევე ისტორიულ წყაროებში, როგორიცაა [[ქართლის ცხოვრება]] (IX-XIV სს.)<ref>Polinsky, Maria. The Oxford handbook of languages of the Caucasus, p. 531, ISBN 978-0-19-069072-4</ref>.
 
==ენა==
მეგრელთა მნიშვნელოვანი ნაწილი [[მეგრული ენა|მეგრულ ენაზე]] მეტყველებს. მეგრული ენა ახლოს დგას [[ლაზური ენა|ლაზურ ენასთან]], ეს ორი ენა [[VII საუკუნე|ახ. წ. VII ს-ის]] შუა წლებში გამოეყო ზანურ ენას. მეგრული ისევე, როგორც ლაზური, მჭიდროდ ენათესავება [[ქართული ენა|ქართულ ენას]] (ძვ.წ. I ათასწლეულში, ან უფრო ადრე, ქართული ენა გამოეყო ქართულ-ზანურ ენას) და ნაკლებად [[სვანური ენა|სვანურ ენას]] (რომელიც, სავარაუდოდ ძვ.წ. II ათასწლეულში გამოეყო [[პროტო-ქართველური ენა|საერთო-ქართველურ ენას]]). ზანური ენის არსებობის პერიოდი ემთხვევა [[კოლხეთი|კოლხეთის]]/[[ეგრისის სამეფო|ეგრისის სამეფოს]] არსებობის პერიოდს. ამ დროისთვის ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ენის გავრცელება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში, ჯერ კიდევ VIII და IX საუკუნეებიდან დაიწყო და მან ჩაანაცვლა მაღალ ფენებში გაბატონებული [[ბერძნული ენა|ბერძნულ ენა]], რომელიც დასავლეთ საქართველოში [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთ რომის იმპერიის]] გავლენის შედეგად გავრცელდა (იხლიხ. [[კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა|ფასისის აკადემია]]). ამ დროიდან მეგრელები, სხვა ქართველურ ტომებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ [[საქართველოს სამეფო|ერთიანი ქართული სამეფოსა]] და [[ქართული კულტურა|ქართული კულტურის]] შექმნის პროცესში. XVI ს-ში საქართველოს სამეფოს დეზინტეგრაციის მიუხედავად მეგრელები თავს ისევ საერთო ქართული კულტურის ნაწილად აღიქვამდნენ. 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერატორების — [[პავლე I]], [[ნიკოლოზ I]] და [[ალექსანდრე II]] — მმართველობის მანძილზე [[საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში|გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები]]; აქტიურად დაიწყო ქართული ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა დაშლა-დაქუცმაცება წარმოადგენდა. რუსებმა სცადეს ქართული ენის როლის შემცირება და XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ მიზეზით დაიწყეს სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება; აგრეთვე მეგრული ენისთვის განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. დღესდღეობით მეგრულ ენას არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი და ენის მატარებელთა რიცხვი თანდათან მცირდება.
 
==სამზარეულო==
[[სურათი:Megreli.jpg|მინი|right|500 x 368პქ| ]]
ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, [[მალარია]] უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.
 
მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება [[ღომი]] (მოხარშული სიმინდის ღერღილი), [[სულგუნი]] (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, [[აჯიკა|აჯიკასთან]]სთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და [[საცივი]] დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება. [[მეგრული ხაჭაპური]].
 
===ღვინო===
საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი [[სამეგრელო|სამეგრელოში]]ში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია [[ოჯალეში|ოჯალეშის]] ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო [[ღვინო]] მზადდება; ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.
 
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). მე-19XIX საუკუნის შუა პერიოდში, [[ფრანგები|ფრანგმა]] [[აშილ მიურატი|აშილ მიურატმა]], სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე [[სამეგრელოს მთავრები|დადიანის]] ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს [[ცაგერი|ცაგერისა]]სა და [[მარტვილი|მარტვილის]] რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
 
==მუსიკა==
[[სურათი:ჩონგური.jpg|მინი|right|450 x 600პქ|ჩონგური.]]
მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად [[ჩონგური|ჩონგურის]] (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.
 
ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, [[პეტრე ჩაიკოვსკი|პეტრე ჩაიკოვსკიმ]] თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ [[სამეგრელოს მთავრები|დადიანების]] საგვარეულოს ეძღვნება.
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეგრელები“-დან