თუთის აბრეშუმხვევია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Seidenspinner-drawing.jpg|right|thumb|თუთის აბრეშუმხვევია]]
'''თუთის აბრეშუმხვევია''', ''აბრეშუმის პეპელა''<ref>{{წიგნი|წელი=2012|გვარი1=გოგინაშვილი|სახელი=ნ.|გვარი2=დიდმანიძე|სახელი2=ე.|გვარი3=კერესელიძე|სახელი3=მ.|და სხვ.=დიახ|სათაური=მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი|დამატებითი=ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური|ადგილი=თბ.|გამომცემლობა=„უნივერსალი“|გვერდი=27}}</ref> ({{lang-la|Bombyx mori}}) — პეპელა ნამდვილი [[აბრეშუმხვევიასებრნი|აბრეშუმხვევების]] (Bombycidae) ოჯახისა. განვითარების ფაზებია: კვერცხი (გრენა), ჭია (მუხლუხი, [[მატლი]]), ჭუპრი, პეპელა.
 
გრენის ფაზაში ჩანასახი ვითარდება. არამოზამთრე გრენა იმავე წელიწადს გვაძლევს ჭიას, ხოლო მოზამთრე — დიაპაუზის გავლის შემდეგ მომავალ წელიწადს. გრენიდან გამოსული ჭია მაშინვე იწყებს ჭამას, იზრდება და აგროვებს საკვებს მომდევნო ფაზებისათვის და [[აბრეშუმის პარკი|აბრეშუმის პარკის]] გასაკეთებლად. 25-30 დღეს ცოცხლობს. ამ პერიოდში 4-ჯერ იცვლის კანს და 5 სხვადასხვა ასაკს გადის. იკვებება თუთის ფოთლით. ერთი ჭია სიცოცხლეში 20-25 გ ფოთოლს ჭამს. თუთის აბრეშუმხვევიას სხეული წაგრძელებულია, თითქმის ცილინდრული ფორმა აქვს, შეიცავს სეგმენტებს და შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან. მე-5 ასაკში ჭიის სქესის გარკვევა ადვილია: დედალს მუცლის ქვედა მხარეს, მერვე და მეცხრე სეგმენტზე, აქვს ოთხი პატარა ლაქა შუაში წერტილებით, რომლებსაც იშივატის დიკოები ეწოდება. ჭია საძაფე (აბრეშუმგამომყოფი) ჯირკვლებიდან პირველივე ასაკიდან გამოყოფს აბრეშუმის ძაფს, ხოლო მე-5 ასაკში ჯირკვლები ინტენსიურად ეზრდება და სხეულის საერთო მასის 40%-ს აღწევს. ამის შემდეგ ჭია წყვეტს კვებას, ადის ცახზე და ახვევს პარკს. ეს პროცესი 3 დღეს გრძელდება.