ცივი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
 
კარიბის კრიზისის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის დროსაც ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის [[სსრკ-ჩინეთის განხეთქილება|განხეთქილებამ]] გაართულა ურთიერთობები კომუნისტურ სფეროში, ხოლო საფრანგეთმა, დასავლეთის ბლოკის სახელმწიფომ, დაიწყო მეტი ავტონომიის მოთხოვნა. სსრკ შეიჭრა [[ჩეხოსლოვაკია]]ში [[1968]] წლის [[პრაღის გაზაფხული]]ს ჩასახშობად, მაშინ როცა აშშ განიცდიდა შიდა არეულობას სამოქალაქო უფლებების მოძრაობისგან და [[მოძრაობა ვიეტნამის ომში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგ|ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეებისაგან]]. 1960-1970-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობას. დაიწყო ბირთვული იარაღის ტესტირებისა და ბირთვული განიარაღების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობები, დიდი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებით. 1970-იანი წლებისთვის ორივე მხარემ დაიწყო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაიწყო პერიოდი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები, აშშ-მა გახსნა ურთიერთობები [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა]]სთან, და მიიჩნევდა მას როგორც სსრკ-ს სტრატეგიულ საპირწონეს. მთელი რიგი მარქსისტული მთავრობები ჩამოყალიბდა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მესამე სამყაროს ქვეყნებში. ეს ქვეყნები იყო [[ანგოლა]], [[მოზამბიკი]], [[ეთიოპია]], [[კამბოჯა]], [[ავღანეთი]] და [[ნიკარაგუა]].
 
სახელმწიფოთა შორის დაძაბულობის შენელების პერიოდი ძალიან დაზარალდა [[1979]] წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის [[ავღანეთის ომი (1979–1989)|შეჭრით]]. 1980-იანი წლების დასაწყისი იყო დაძაბულობის კიდევ ერთი პერიოდი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა საბჭოთა კავშირზე, იმ დროს, როდესაც ის უკვე განიცდიდა ეკონომიკურ სტაგნაციას. 1980-იანი წლების შუა ხანებში საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა [[მიხეილ გორბაჩოვი|მიხეილ გორბაჩოვმა]] წამოიწყო [[გლასნოსტი]]სა და [[პერესტროიკა|პერესტროიკის]] ლიბერალიზებული რეფორმები და 1989 წელს საბჭოთა კავშირის ჯარები გამოიყვანა ავღანეთიდან.
 
[[1989]] წელს, [[პანევროპული პიკნიკი]]ს შემდეგ რკინის ფარდის დაცემამ და რევოლუციების მშვიდობიანმა ტალღამ ([[რუმინეთი]]სა და [[ავღანეთი]]ს გარდა) დაამხო აღმოსავლეთ ბლოკის თითქმის ყველა კომუნისტური მთავრობა. თავად საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ დაკარგა კონტროლი საბჭოთა კავშირზე და აიკრძალა [[1991]] წლის აგვისტოში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ამან თავის მხრივ გამოიწვია [[სსრკ-ის დაშლა]] [[1991]] წლის დეკემბერში, მისი შემადგენელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება და კომუნისტური მთავრობების დაშლა აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილზე. ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცივი_ომი“-დან