სეით იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''სეით ლუარსაბის ძე იაშვილი''' (დ. [[16 იანვარი]] [[1875]], [[არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|არგვეთი]], [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]], — გ. [[27 იანვარი]] [[1963]], [[თბილისი]]) — ქართველი გეოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. [[ლუარსაბ იაშვილი]]ს მამა.
 
== ბიოგრაფია ==
სეით იაშვილმა 1902 წელს დაამთავრა [[ოდესის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საბუნებისმეტყვე­ლო ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ [[თბილისის ქართული გიმნაზია|თბილისის ქართულ გიმნაზიაში]] ასწავლიდა [[ბუნებისმეტყველება]]სა და [[გეოგრაფია]]ს. გიმნაზიაში პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუ­შა­ობ­და საშუალო სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ების შედგენაზე. იგი ავტორია ბუნებისმეტყვე­ლებისა და გეოგრაფიის პირველი ქართული სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ებისა: „ბუ­ნებისმე­ტყველება“ (ჰაერი, წყალი და დე­დამიწა, 1915); „ბოტანიკა“ (1926); „საზოგადო გეოგრაფია“ (აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); „ევროპა“ (1918).
 
1922–30 წლებში დაიბეჭდა მის მიერ გა­დამუშავებული და შესწორებული „ბუნებისმეტყველება“, გეოგრაფიული სა­ხელმ­ძღვა­ნელოები „­ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკის შტატები და იაპონია“, „სასოფლო მეურნეობის ქვეყნები“, „მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია“, „საბჭოთა კავ­ში­რის მოკლე გეოგრაფია“, „დაწყებითი გეოგრაფია“ და „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია“. ზემოთ დასახელებული ყველა სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო მიღებული და გამოყე­ნებული იყო ჩვენი ქვეყნის არა­სრულ და სრულ საშუალო სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] ითარგმნა, [[ალექსანდრე ბარკოვი]]სა და [[ალექსანდრე პოლოვინკინი]]ს „ფიზიკური გეოგრაფია“ (1935), [[ჩარლზ დარვინი]]ს „ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ «ბიგლით»“ (1951) და სხვა. სეით იაშვილი იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი (1899 წლიდან). მინიჭებული აქვს „შრომის გმირის“ საპატიო წოდება (1932).
 
== ბიბლიოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეით_იაშვილი“-დან