თორნიკე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
[[File:John Tornike fresco, Iviron.jpg|მინიატიურა|თორნიკე ერისთავის ფრესკა ივერონის მონასტრიდან.]]
'''თორნიკე ერისთავი''' (გ. [[985]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე [[ჩორდვანელი|ჩორდვანელთა]]<ref name="qim.ge">[https://qim.ge/chordvanelebu.html ჩორდვანელები// ჩორჩანელები]</ref> საგვარეულოდან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს მისი წარმომავლობა დაუკავშიროს [[ბიზანტიის იმპერია]]ში მოღვაწე [[თორნიკი]]ს საგვარეულოს, თუმცა უცნობია არსებობს თუ არა თორნიკე ერისთავის კავშირი თორნიკესთორნიკის საგვარეულოსთან<ref>[http://asiaminor.ehw.gr/Forms/fLemmaBody.aspx?lemmaid=9386#endNote_8 Tornikios family, The Tornikios Family in the Middle Byzantine Period]</ref>. [[ქართლის სასპასპეტო|ქართლის სპასპეტი]], [[დავით III]] დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] ერთ-ერთი მაშენებელი, [[ტაო|ტაოელი]] დიდებულის ჩორდვანელის ძე. ერისკაცობაში [[ერზურუმი|კარინის]] (სამხრეთი ტაო) მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა.<ref name="qim.ge" />
 
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]], ათანასე[[ათანასეს დიდილავრა|ათანასეს დიდ ლავრაში]] მოღვაწეობდა. [[979]] წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა [[ბარდა სკლიაროსისსკლიაროსი]]ს აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.
 
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] აგებას მოახმარა. [[980]] წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია [[ოშკის ბიბლია]] ([[978]]) და [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე I]]-ის თხზულების — „განძის“ [[981]] წლის ნუსხა.