ალექსანდრე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა = ნესტან დარეჯანი
}}
'''ალექსანდრე I''' (დაახლოებით დ. [[1454]]-[[1456]] — გ. [[1511]]) — [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[1476]]–[[1511]] წლებში, მეფე [[გიორგი VIII|გიორგი VIII-ის]] ძე.

==ცხოვრება და მოღვაწეობა==
მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა [[საქართველო]]ს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
 
[[1477]] წელს ქართლში [[უზუნ-ჰასანი]]ს შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: [[ხერკი]], საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. [[ისმაილ I|ისმაილის]] (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც ([[1501]]) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. [[1483]] და [[1491]] ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა [[მოსკოვი]]ს დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს. [[1490]] წელს, მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-ს]] დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფესთან. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] მიხედვით, ამავე დროს მომხდარა სამეფოებს შორის საზღვრების დადგენაც.
 
[[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა, თუმცა სამაგიეროდ მეფესა და მის უფოს ვაჟს, გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. [[1511]] წელს [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგიმ]] მოკლა ალექსანდრე და თავი მეფედ გამოაცხადა.
 
გაერთიანებული საქართველოს სამეფოს უკანასკნელი მეფის გიორგის ძის ალექსანდრე მეფის ასულები: მარიამი, ეკატერინე და სოფიო დაკრძალული იყო დარიის მონასტერში<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/.../3/Sakartvelo_1917_N130.pdf გაზ. „საქართველო“, №130, 1917]</ref>.
 
==ლიტერატურა==
Line 39 ⟶ 44:
{{ქსე|1|291-292|ასათიანი ნ.}}
* მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - საქართველოს მეფეები, 2007 წ.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[კახეთის მეფეები|კახეთის მეფე]]| წინამორბედი= [[გიორგი VIII|გიორგი I]] | შემდეგი= [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგი II]]| წლები= 1476 - 1511}}