მეგრელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ენა==
მეგრელთა მნიშვნელოვანი ნაწილი [[მეგრული ენა|მეგრულ ენაზე]] მეტყველებს. მეგრული ენა ახლოს დგას [[ლაზური ენა|ლაზურ ენასთან]], ეს ორი ენა [[VII საუკუნე|ახ. წ. VII ს-ის]] შუა წლებში გამოეყო ზანურ ენას. მეგრული ისევე, როგორც ლაზური, მჭიდროდ ენათესავება [[ქართული ენა|ქართულ ენას]] (ძვ.წ. I ათასწლეულში, ან უფრო ადრე, ქართული ენა გამოეყო ქართულ-ზანურ ენას) და ნაკლებად [[სვანური ენა|სვანურ ენას]] (რომელიც, სავარაუდოდ ძვ.წ. II ათასწლეულში გამოეყო [[პროტო-ქართველური ენა|საერთო-ქართველურ ენას]]). ზანური ენის არსებობის პერიოდი ემთხვევა [[კოლხეთი|კოლხეთის]]/[[ეგრისის სამეფო|ეგრისის სამეფოს]] არსებობის პერიოდს. ამ დროისთვის ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ენის გავრცელება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში, ჯერ კიდევ VIII და IX საუკუნეებიდან დაიწყო და მან ჩაანაცვლა მაღალ ფენებში გაბატონებული [[ბერძნული ენა|ბერძნულ ენა]], რომელიც დასავლეთ საქართველოში [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთ რომის იმპერიის]] გავლენის შედეგად გავრცელდა (იხლ. [[კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა|ფასისის აკადემია]]). ამ დროიდან მეგრელები, სხვა ქართველურ ტომებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ [[საქართველოს სამეფო|ერთიანი ქართული სამეფოსა]] და [[ქართული კულტურა|ქართული კულტურის]] შექმნის პროცესში. XVI ს-ში საქართველოს სამეფოს დეზინტეგრაციის მიუხედავად მეგრელები თავს ისევ საერთო ქართული კულტურის ნაწილად აღიქვამდნენ. 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერატორების — [[პავლე I]], [[ნიკოლოზ I]] და [[ალექსანდრე II]] — მმართველობის მანძილზე [[საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში|გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები]]; აქტიურად დაიწყო ქართული ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა დაშლა-დაქუცმაცება წარმოადგენდა. რუსებმა სცადეს ქართული ენის როლის შემცირება და XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ მიზეზით დაიწყეს სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება; აგრეთვე მეგრული ენისთვის განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. დღესდღეისობითდღესდღეობით მეგრულ ენას არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი და ენის მატარებელთა რიცხვი თანდათან მცირდება.
 
==სამზარეულო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეგრელები“-დან