როზა ლუქსემბურგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
1918 წლის 8 ნოემბერს ბრესლაუს ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, ლუქსემბურგმა ლიბკნეხტთან ერთად თავიდან დააორგანიზა სპარტაკის ლიგა და დააარსა გაზეთი „წითელი დროშა“, რომლის მეშვეობითაც ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებასა და სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითხოვდნენ. [[1918]] წლის 14 დეკემბერს მათ სპარტაკის ლიგის ახალი პროგრამა გამოაქვეყნეს.
 
1918 წლის 29-31 დეკემბერს გაიმართა ლიგის, დამოუკიდებელ სოციალისტთა და გერმანიის საერთაშორისო კომუნისტების ერთობლივი კონგრესი, რომლის შედეგადაც 1919 წლის 1 იანვარს, ლიბკნეხტისა და ლუქსემბურგის ხელმძღვანელობით გერმანიის კომუნისტური პარტია დაარსდა. ლუქსემბურგი მხარს უჭერდა პარტიის მონაწილეობას ვაიმარის ეროვნულ ასამბლეაში, რომელმაც ვაიმარის რესპუბლიკა დაარსადააარსა. თუმცა, მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და პარტიამ არჩევნების ბოიკოტირება მოახდინა.
 
1919 წლის იანვარში ბერლინს რევოლუციის მეორე ტალღამ გადაუარა. ლიბკნეხტის მსგავსად, ლუქსემბურგი მხარს უჭერდაპუტჩს. მისი გაზეთი „წითელი დროშა“ აჯანყებულებს ლიბერალური მედიის სარედაქციო ოფისების დაკავებისკენ მოუწოდებდა. 8 იანვარს გაზეთში გამოქვეყნდა მისი საჯარო მიმართვა, რომელშიც იგი რევოლუციის მტრებთან - [[ფრიდრიხ ებერტი|ფრიდრიხ ებერტისა]] და [[ფილიპ შაიდემანი|ფილიპ შაიდემანის]] მთავრობასთან — ყოველგვარი მოლაპარაკებების აღკვეთისკენ მოუწოდებდა.