გაზი III გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
გაზი გირეი ხან [[სელიმ I გირეი|სელიმ I]]-ის 13 ვაჟიდან ერთერთიერთ-ერთი იყო. ის [[1690-იანები|1690]]-იან წლებში აჯანყდა საკუთარი ძმის [[დევლეთ II გირეი|დევლეთ II]]-ის წინააღმდეგ. ბუჯაკების ურდოსა და [[ყუბანი]]ს [[ნოღაის ურდო|ნოღაელთა]] დახმარებით გაიბრძოლა ყირიმის ტახტისთვის, თუმცა დამარცხდა და კუნძულ [[როდოსი|როდოსზე]] გადასახლება მოუწია. [[1703]] წელს მამამისმა თავისი მეოთხე მმართველობის დროს იხმო სახანოში და [[კალგა|კალგას]] ტიტული უბოძა. [[1704]] წელს, [[სელიმ I გირეი|სელიმ გირეის]] გარდაცვალების შემდეგ, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] სწორედ გაზი III დაამტკიცეს [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ხანად.
 
გაზიმ უმცროსი ძმები, [[ყაფლან I გირეი|ყაფლანი]] და [[მენლი II გირეი|მენლი]] თავის [[კალგა]]დ და [[ნურედინი|ნურედინად]] დანიშნა. გაზი III რელიგიურად შემწყნარებელი იყო. მან [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ ეკლესიას]] [[ბახჩისარაი|ბახჩისარაიში]] მისიონერული საქმიანობის წარმართვის ნება დართო.<ref>{{Cite web|last=İnalcık|first=Halil|title=GAZİ GİRAY III|url=https://islamansiklopedisi.org.tr/gazi-giray-iii|url-status=live|access-date=2021-07-17|website=TDV İslâm Ansiklopedisi|language=tr}}</ref> [[1706]] წელს მოუწია [[ნოღაის ურდო|ნოღაელთა]] დაშოშმინება. გაზის ტახტისათვის მოცილე ბევრი ძმა და ნათესავი ჰყავდა, ეს კი სახანოს საგრძნობლად ასუსტებდა იმ პერიოდში, როცა მის მეზობლად [[პეტრე I]] [[რუსეთის სამეფო|რუსეთს]] ავითარებდა. [[1707]] წელს [[სტამბოლი|სტამბოლში]] სულთნის დივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ახალ [[ხანი (ტიტული)|ხანად]] დაინიშნა [[ყაფლან I გირეი]]. ოსმალებმა გაზი III-ს ჩამოართვეს [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ხანის ტიტული და [[ბულგარეთი|ბულგარეთის პროვინციაში]] გადაასახლეს. გაზი გარდაიცვალა 36 წლის ასაკში, [[იამბოლის თემი|იამბოლში]], [[1709]] წელს, დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაზი_III_გირეი“-დან