შიო ჩიტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: ხელით გაუქმება
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1887 წელს. შემდეგ ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის მეორე გიმნაზიაში და მესამე კლასში ჩაირიცხა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშობაში; გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა 1892 წელს და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ ერთ წელიწადში გადავიდა [[კიევის უნივერსიტეტი]]ს ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც იგი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. კიევში აირჩიეს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ. მეგობრობდა მწერალ [[ლესია უკრაინკა]]სთან. უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, მათ შორის ფუნდკლეევის ქალთა კერძო გიმნაზიაში. ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კიევის პროგრესულ ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ათავსებდა ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს, ეწეოდა რევოლუციურ მუშობას. 1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მიიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა. მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეუდგა ქართულ გიმნაზიაში მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-აღზრდის ახალ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრონციპებზე დამკვიდრებას, ამავე პერიოდში უფრო ფართოდ გაშალა რევოლუციური მუშაობა. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო 1905 წლის 13 აპრილის მოწინავე მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში. იყო [[სოციალისტ-ფედერალისტები]]ს პარტიის წევრი და ამ პარტიის გამოცემების „[[ცნობის ფურცელი|ცნობის ფურცლისა]]“ და „შრომის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი. 1906 წლისწელს 4 (17) ივლისს, თბილისის ქართული გიმნაზიის შენობიდან ვიღაცამ, პოლიცმეისტერ მარტინოვს ყუმბარა ესროლა და დაჭრა. ეს შემთხვევა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ცარიზმის" აგენტებს შიო ჩიტაძე გამოუძიებლად და განუკითხავად მოეკლათ გიმნაზიის შენობაში,აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
 
შიო ჩიტაძე არა მარტო პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტ - ჟურნალისტი იყო, არამედ მხატვრული ლიტერატურის თვალსაჭირო კრიტიკოსიც. იგი საფუძვლიანად იცნობდა დასავლეთ ევროპის, რუსეთისა და საქართველოს ლიტერატურასა და ფილოსოფიას. შიო ჩიტაძის კრიტიკული, ისტორიულ - ლიტერატურული ნარკვევები: "მაქსიმ გორკი და მისი შემოქმედება", "ანტონ ჩეხოვის ხსოვნას", "ნიცშეს იდეალი", "Жертва Безвременья" - ამჟამადაც იბყრობს მკითხველთა და სპეციალისტთა ყურადღებას.
 
მისი ძმა, [[გოლა ჩიტაძე]] მარქსისტი რევოლუციონერი იყო. დაკრძალულია [[კუკია|კუკიის]] სასაფლაოზე. თბილისში არსებობს [[შიო ჩიტაძის ქუჩა]].
Line 11 ⟶ 9:
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|139-140|ნარსია, გ.}}
*''ქაჯაია, ვ.'' „გამოჩენილი ქართველი პედაგოგი შიო ჩიტაძე“, თბილისი, 1948 / "ვარლამ ქაჯაია" სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული I, თბილისი, 1953
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიო_ჩიტაძე“-დან