მოსარაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მოსარაბები''' ({{lang-es|mozárabes}} < {{lang-ar|مستعرب}} ''მუსტაარაბ'' — „გაარაბებული“) — VIII–XII საუკუნეების [[პირენეს ნახევარკუნძული|პირენეს ნახევარკუნძულის]] მუსლიმური სახელმწიფოების [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] მოსახლეობა, რომელიც განსაკუთრებული სოციალურ-იურიდიული სტატუსით სარგებლობდა. მოსარაბულ თემს შიდა თვითმმართველობის უფლება ჰქონდა. მის მეთაურს ([[გრაფი|გრაფს]]) ირჩევდნენ ქრისტიანები და ამტკიცებდა მუსლიმური ხელისუფლება. საქმეებს, რომლებიც მხოლოდ მოსარაბებს ეხებოდა, სასამართლო თემის შიგნით განიხილავდა [[ვესტგუთების სამეფო|ვესტგუთების]] მეფეთა კანონებზე დაყრდნობით. [[იუდაიზმი|იუდეველებთან]] ერთად მიეკუთვნებოდნენ „წიგნის ხალხის“ კატეგორიას, ხაზინაში შეჰქონდათ საადგილმამულო გადასახადი ([[ხარაჯა]]), სულადი გამოსაღები ([[ჯიზია]]) და სხვ. გადასახადების ამკრეფად, გრაფის მსგავსად, მოსარაბული თემის წარმომადგენელს ირჩევდნენ. ჰქონდათ ღვთისმსახურების აღვლენის უფლება (არაბთა დაპყრობების დროს საეპისკოპოსო კათედრების ნაწილი დაკნინდა, თუმცა შენარჩუნდა 3 საარქიეპისკოპოსოდ დაყოფა — [[ტოლედო]], [[მერიდა (ესპანეთი)|მერიდა]], [[სევილია]]). მოსარაბებმა გადაიღეს მუსლიმური კულტურის ცალკეული ელემენტები — ყველაზე შესამჩნევად ეს გავლენა გამოიხატა ენის, არქიტექტურის, სახვითი ხელოვნებისა და ხელოსნობის სფეროებში.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Попова Г. А. |სათაური=Мосарабы |ტომი=21 |გვ=187 |id=2232211}}</ref>
 
XI საუკუნის მე-2 ნახევრამდე [[ანდალუსია|ანდალუსიაში]] (ალ-ანდალუსში) მოსარაბული თემის მდგომარეობს საკმაოდ სტაბილური იყო. ცნობილია მუსლიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მოსარაბები ძირითად მამოძრავებელ ძალად გამოვიდნენ — ე.წ. კორდოველ მოწამეთა მოძრაობა (IX საუკუნის შუა ხანები). XI საუკუნის ბოლოდან ხელისუფლებაში [[ალმორავიდები|ალმორავიდების]] მოსვლის შემდეგ უცხო სარწმუნოების ქვეშევრდომების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. განხორციელდა მოსარაბების რამდენიმე მასობრივი გასახლება ანდალუსიის ფარგლებს გარეთ — აფრიკაში და პირენეს ნახევარკუნძულის ქრისტიანულ სამეფოებში. უკანასკნელმა მოსარაბულმა თემებმა მუსულმანთა ტერიტორია [[ალმოჰადები|ალმოჰადების]] დროს დატოვეს.<ref name="დრე" />
 
ქრისტიანულ სამეფოებში გადასახლებულმა მოსარაბებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ამ ოლქების კულტურაზე, უპირატესად არქიტექტურასა და ენაზე. VIII–XV საუკუნეებში ფიქსირდება [[იბერიულ-რომანული ენები|რომანული ენის]] მოსარაბული დიალექტის არსებობა, რომელმაც ნაწილობრივ ითამაშა როლი ქრისტიანთა მიერ [[არაბული ენა|არაბული]] ლექსიკის სესხებაში. ამას გარდა, მოსარაბებთანაა დაკავშირებული ქრისტიანული სამეფოების ცალკეულ სამწყსოებში ე.წ. მოსარაბული ლიტურგიის შენარჩუნება, რომელიც სხვა ეკლესიებში XI საუკუნეში შეიცვალა ღვთისმსახურების გალური წესით.<ref name="დრე" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოსარაბები“-დან