მოსარაბები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
// რედაქტირება Wikiplus-ით |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''მოსარაბები''' ({{lang-es|mozárabes}} < {{lang-ar|مستعرب}} ''მუსტაარაბ'' — „გაარაბებული“) — VIII–XII საუკუნეების [[პირენეს ნახევარკუნძული|პირენეს ნახევარკუნძულის]] მუსლიმური სახელმწიფოების [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] მოსახლეობა, რომელიც განსაკუთრებული სოციალურ-იურიდიული სტატუსით სარგებლობდა. მოსარაბულ თემს შიდა თვითმმართველობის უფლება ჰქონდა. მის მეთაურს ([[გრაფი|გრაფს]]) ირჩევდნენ ქრისტიანები და ამტკიცებდა მუსლიმური ხელისუფლება. საქმეებს, რომლებიც მხოლოდ მოსარაბებს ეხებოდა, სასამართლო თემის შიგნით განიხილავდა
XI საუკუნის მე-2 ნახევრამდე [[ანდალუსია|ანდალუსიაში]] (ალ-ანდალუსში) მოსარაბული თემის მდგომარეობს საკმაოდ სტაბილური იყო. ცნობილია მუსლიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მოსარაბები ძირითად მამოძრავებელ ძალად გამოვიდნენ — ე.წ. კორდოველ მოწამეთა მოძრაობა (IX საუკუნის შუა ხანები). XI საუკუნის ბოლოდან ხელისუფლებაში [[ალმორავიდები|ალმორავიდების]] მოსვლის შემდეგ უცხო სარწმუნოების ქვეშევრდომების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. განხორციელდა მოსარაბების რამდენიმე მასობრივი გასახლება ანდალუსიის ფარგლებს გარეთ — აფრიკაში და პირენეს ნახევარკუნძულის ქრისტიანულ სამეფოებში. უკანასკნელმა მოსარაბულმა თემებმა მუსულმანთა ტერიტორია [[ალმოჰადები|ალმოჰადების]] დროს დატოვეს.
ქრისტიანულ სამეფოებში გადასახლებულმა მოსარაბებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ამ ოლქების კულტურაზე, უპირატესად არქიტექტურასა და ენაზე. VIII–XV საუკუნეებში ფიქსირდება [[იბერიულ-რომანული ენები|რომანული ენის]] მოსარაბული დიალექტის არსებობა, რომელმაც ნაწილობრივ ითამაშა როლი ქრისტიანთა მიერ [[არაბული ენა|არაბული]] ლექსიკის სესხებაში. ამას გარდა, მოსარაბებთანაა დაკავშირებული ქრისტიანული სამეფოების ცალკეულ სამწყსოებში ე.წ. მოსარაბული ლიტურგიის შენარჩუნება, რომელიც სხვა ეკლესიებში XI საუკუნეში შეიცვალა ღვთისმსახურების გალური წესით.
|