მოსარაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
// რედაქტირება Wikiplus-ით
ხაზი 2:
 
XI საუკუნის მე-2 ნახევრამდე ანდალუსიაში (ალ-ანდალუსში) მოსარაბული თემის მდგომარეობს საკმაოდ სტაბილური იყო. ცნობილია მუსლიმური ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი მოძრაობის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მოსარაბები ძირითად მამოძრავებელ ძალად გამოვიდნენ — ე.წ. კორდოველ მოწამეთა მოძრაობა (IX საუკუნის შუა ხანები). XI საუკუნის ბოლოდან ხელისუფლებაში ალმორავიდების მოსვლის შემდეგ უცხო სარწმუნოების ქვეშევრდომების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. განხორციელდა მოსარაბების რამდენიმე მასობრივი გასახლება ანდალუსიის ფარგლებს გარეთ — აფრიკაში და პირენეს ნახევარკუნძულის ქრისტიანულ სამეფოებში. უკანასკნელმა მოსარაბულმა თემებმა მუსულმანთა ტერიტორია ალმოჰადების დროს დატოვეს.
 
ქრისტიანულ სამეფოებში გადასახლებულმა მოსარაბებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ამ ოლქების კულტურაზე, უპირატესად არქიტექტურასა და ენაზე. VIII–XV საუკუნეებში ფიქსირდება რომანული ენის მოსარაბული დიალექტის არსებობა, რომელმაც ნაწილობრივ ითამაშა როლი ქრისტიანთა მიერ არაბული ლექსიკის სესხებაში. ამას გარდა, მოსარაბებთანაა დაკავშირებული ქრისტიანული სამეფოების ცალკეულ სამწყსოებში ე.წ. მოსარაბული ლიტურგიის შენარჩუნება, რომელიც სხვა ეკლესიებში XI საუკუნეში შეიცვალა ღვთისმსახურების გალური წესით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოსარაბები“-დან