ბეით-ლაჰმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
{{პოზრუკა|პალესტინა|label=ბეით-ლაჰმი|position=right|lat_dir = N|lat_deg=31|lat_min=42|lon_dir =E|lon_deg=35|lon_min=11|float=right|width=240|caption=ბეით-ლაჰმი პალესტინის რუკაზე}}
[[ფაილი:BethlehemOmarMosque.jpg|thumb|250px|ბეით-ლაჰმი]]
'''ბეით-ლაჰმი''' ([[ქართ.]] ტრადიციით ''ბეთლემი'', [[არაბ.]] بيت لحم, [[ებრ.]] בית לחם ), ქალაქი [[პალესტინის ავტონომია|პალესტინის ავტონომიის]] ტერიტორიაზე, 20. ათასი მცხოვრებით. ესაზღვრება ჩრდილოეთით [[იერუსალიმი|იერუსალიმს]]. თავდაპირველად [[ქანაანი|ქანაანელთა]], მოგვიანებით კი [[იუდაიზმი|იუდეველთა]] ქალაქი იყო სამხრეთ [[პალესტინა]]ში. დაარსებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. განსხვავებით ჩრდილოეთ პალესტინის ამავე სახელწოდების ქალაქისაგან ზოგჯერ იუდეველთა [[ბეთლემი|ბეთლემს]] უწოდებდნენ. იგი [[ადონისი (მითოლოგია)|ადონისის]] კულტის ადგილი იყო. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით ბეით-ლაჰმი მეფე [[დავითი]]ს სამშობლოა.
 
[[სახარება]]ში [[იესო ქრისტე]]ს დაბადების ადგილია. სხვა მითური ვერსიით იესო ქრისტეს მშობლები ნაზარეთში (ჩრდილოეთი პალესტინა) ცხოვრობდნენ, [[ლუკას სახარება]]ში არის ლეგენდარული ცნობა იოსებისა და [[ღვთისმშობელი|მარიამის]] ნაზარეთიდან ბეთლეჰემში გამგზავრების შესახებ. თანამედროვე ბეით-ლაჰმის მახლობლად შემორჩენილია [[ბიბლია]]ში მოხსენიებული ე. წ. „[[დავითის ჭა]]“ — მთაში ნაკვეთი ქვაბული (ლაკვანი) წვიმის წყლის შესაგროვებლად.
 
== ტურიზმი==
ტურიზმი ბეთლემის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა.ქალაქში შობას მასიურად ჩადიან მიმლოცველი [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]], ბეთლემში 30-ათზე მეტი სასტუმროა. [[ჯასირ პალასი]] აშენდა 1910 წელს, რომელიც ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასტუმროა. 2000 წელს იგი დაიხურა [[პალესტინა]]-[[ისრაელისისრაელი]] კონფლიქტის დროს, მაგრამ 2005 წელს კვლავ განახლდა.
 
== კულტურა==
ბეთლემში მრავალ-წლიანი ისტორია აქვს ქსოვას, ქარგვას, და ფერადი ლითონების დამუშავებას, სამეფო სამოსელი აუცილებლად აბრეშუმისან უნდა შეკერილიყო, ხოლო ჩვეულებრივ მოსასხამზე ბამბას ან ხავერს იყენებდნენ. ბეთლემში დამზადებულ სამოსელს დიდი გასავალი ჰქონდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიაში]]. ასევე დიდი ისტორია აქვს სამკაულების დამზადებას, ხშირად შევხვდებით ეკლესის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ მაღაზიებს, სადაც მომლოცველები ყიდულობენ სამკაულებს [[ქრისტე]]ს, [[ჯვარი|ჯვრის]], [[ეკლესია|ეკლესის]], გამოსახულებით.
ასევე დიდი ისტორია აქვს სამკაულების დამზადებას, ხშირად შევხვდებით ეკლესის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ მაღაზიებს, სადაც მომლოცველები ყიდულობენ სამკაულებს [[ქრისტე|ქრისტეს]], [[ჯვარი|ჯვრის]], [[ეკლესია|ეკლესის]], გამოსახულებით.
 
ბეთლემში [[ედვარდ საიდი]]ს მუსიკალური კონსერვატორიაში სწავლობს 500 სტუდენტი, სადაც ასწავლიან პალესტინის ფოლკლურულ მუსიკას. 1991 წელს დაარსდა პალესტინის მემკვიდრეობის ცენტრი, რომლის მიზანია შეინარჩუნოს ისტორიული ნაქარგები, და ხელი შეუწყოს ამ დარგის განვითარებას. ასევე არის კულტურული ცენტრი ქალაქის ცენტრში, რომელის მთავარი მიზანია გიდების მომზადება ტურისტებისთვის და ქალაქის ისტორის შესწავლა მსურველთათვის.
 
ბეთლემში ფუნქციონირებს ოთხი მუზეუმი. შობის მუზეუმი 1972 დაარსდა, მუზეუმის აშენებაში დიდი წვრილი შეიტანა, გაერთიანებული ერების, განათლების, და მეცნიერებისა კულტურიულმა ორგანიზაციამ. მუზეუმში არის 31 დეკემბერის ამსახველი სურეთები, და ხშირად ტარდება ლექციები ქრისტეს შობასთან დაკავშირებით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეით-ლაჰმი“-დან