აბელ მამარდაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''აბელ მამარდაშვილი''' (დ. 11 დეკემბერი, 1927, ქუთაისი — გ. მაისი, 2008) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ==ბიოგრაფია== 1958 წელსდაამთავრა ...
 
No edit summary
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
1958 წელსდაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის]] სამკურნალო ფაკულტეტი.
 
[[1958]]–[[1961]] წლებში იყო [[სურამი|სურამის]], [[თბილისი|თბილისის]] ფსიქიატრიული საავადმყოფოს [[ექიმი]]-[[ორდინატორი]]. 1961–[[1964]] წლებში კი ფსიქიატრიის [[ინსტიტუტი|ინსტიტუტის]] უფროსი [[ლაბორანტი]]. რესპუბლიკური ფსიქიატრიული კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი იყო 1964–[[1969]] წლებში. ასევე ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი 1969–[[1972]] წლებში. იყო ნარკოლოგიური, საორგანიზაციო განყოფილებების მეცნიერ–ხელმძღვანელი 1972–[[1979]] წლებში და 1979–[[1996]] წლებში [[რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო|რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს]] მთავარი ექიმი. 1996 წლიდან ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გახდა და კლინიკის მთავარი ექიმი. ავტორია 41 [[სამეცნიერო ნაშრომი|სამეცნიერო ნაშრომისა]], რომლებიც ეხება [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]], [[ნარკომანია|ნარკომანიის]], [[შიზოფრენია|შიზოფრენიის]], სასამართლო–ფსიქიატრიული ექსრერტიზის საკითხებს. მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: „უჯრედთა ზოგიერთი თავდაცვითი გამოვლინებანი ეთანოლის მოქმედებით“ ([[1986]]). იყო [[საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია|თბილისის სამედიცინო აკადემიის]] ფსიქიატრიის [[კათედრა|კათედრის]] გამგე, საქართველოს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელმძღვანელი. [[1975]]–[[1986]] წლებში იყო თბილისის მთავარი ფსიქიატრი. [[1982]]–[[1989]] წლებში კი რესპუბლიკის მთავარი ნარკოლოგი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი [[1976]] წელს.
 
==ჯილდოები==