სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98:
|სქოლიო =
}}
'''სვანეთის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან — 1858 წლამდე. სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის ([[მდინარე]] [[ენგური]]ს ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. [[ბალის ქედი]]დან (ლატალის დასავლეთით) [[ცხვიმზაგარის ქედი|ცხვიმზაგარამდე]] (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა [[ბეჩობეჩოს (თემი)|ბეჩოს]], ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან.
 
==ისტორია==
სვანეთის საერისთავო [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოს]] ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონს ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის,რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა. მნიშვნელოვანია, რომ სვანეთის საერისთავოს „აფხაზთა სამეფოში“ მარუშიანთა საგვარეულო განაგებდა.
 
მარუშიანები უდიდეს როლს თამაშობდნენ „აფხაზთა სამეფოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საგვარეულოდან უნდა იყოს 864 წელს ჯავახეთში კუმურდოს ტაძრის სამშენებელ წარწერაში მოხსენიებული ძვიად ერისთავი. იგი წარწერის მიხედვით, აფხაზთა მეფის ერისთავია ჯავახეთში.