ზეგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ზეგანი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Cerros de Mavecure (Guainía, Colombia).JPG|მინი|გვიანის ზეგანი]]
[[ფაილი:Keli Lake 09.08.2005 (3).jpg|მინი|ყელის ზეგანი]]
'''ზეგანი''' — 1000 მ-მდე და მეტი სიმაღლის [[ხმელეთი]]ს ვრცელი უბანი. თან ახლავს ბრტყელი ან სუსტად ტალღოვანი [[წყალგამყოფი]] ზედაპირი, რომელიც ზოგჯერ გაყოფილია ვიწრო და ღრმა შეჭრილი [[ხეობა|ხეობებით]]; ზეგნის ფარგლებში გვხვდება შესამჩნევი ჩადაბლებები და აზევებები. მომიჯნავე ვაკეებზე ამაღლებული ზეგნის კიდეები ხშირად დანაწევრებულია [[ხეობა|ხეობებითა]] და [[ხევი (ხეობა)|ხევებით]], რის გამოც, ღებულობს ძლიერ ეროზირებული მთების იერს, ასეთია მაგ., [[შუა ციმბირის ზეგანი|შუა ციმბირის ზეგნის]] დასავლეთი კიდე ენისეის მხარეს.<ref name="Ахромеев">Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.</ref>
 
აბსოლუტური სიმაღლე 700-1500 მ, შეფარდებითი სიმაღლე 200-300 მ და მეტი. გეოლოგიური სტრუქტურა რთულია, თუმცა მწვერვალის ზედაპირი ერთ დონეზე ჭრის ამ სტრუქტურებს ან წარმოიქმნება 2-3 დონის საფეხურებიანი ზედაპირი. ზეგნის წარმოშობაში განარჩევენ სამ (ან უფრო მეტ) ეტაპს: მთათწარმოშობის ეტაპს, დენუდაციური მოსწორებისა და მთების დადაბლების ეტაპს და უახლესი საერთო აზევების ეტაპს. ზოგჯერ ერწყმის უფრო მსხვილ [[ოროგრაფია|ოროგრაფიულ]] ერთეულს, მაგ., [[მთიანეთი|მთიანეთს]].<ref>[https://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/6884/плоскогорье Плоскогорье // Географическая энциклопедия]</ref>
 
ზოგიერთი ზეგანი წარმოქმნის [[მთიანეთი]]ს შიდა ნაწილს, ასეთია მაგ., მცირე აზიის მთიანეთის შემადგენლობაში შემავალი [[ანატოლიის ზეგანი]]. ზეგანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ზედაპირის უახლესი [[ტექტონიკა|ტექტონიკური აზევებების]] შედეგად. რიგ შემთხვევაში, იგი წარმოიქმნება ჰორიზონტალურად განლაგებულ წარეცხვასთან მდგრად ერთტიპურ და ერთასაკოვან ქანებზე და აგრეთვე მძლავრი ლავური ამოფრქვევების ხარჯზე, რომლებიც კეტავენ ძველი [[რელიეფი]]ს უსწორმასწორობას.<ref name="Ахромеев" />
 
ზეგნის შემადგენლობაში ხშირად შედის მაღლა განლაგებული [[პლატო]]. ხშირია მათი გაიგივება, თუმცა ჩვეულებრივ, ზეგანი იკავებს უფრო მაღალ ჰიფსომეტრიულ დონეს. გეოლოგიური სტრუქტურის მიხედვით, ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ზეგანი აგებულია ჰორიზონტულად განლაგებული ქანებისაგან და არსებითად იგივეა, რაც პლატო დანაწევრებული [[რელიეფი]]თ, ხოლო სხვა მკვლევრები ზეგანს ბაქნურ პირობებში წარმოქმნილ ძველ მთიან მხარეს მიაკუთვნებენ.<ref name="Ахромеев" />
ხაზი 13:
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დრე|3146012|ზეგანი}}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზეგანი“-დან