რუსეთ-სპარსეთის ომი (1826-1828): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 4:
სპარსეთმა [[გაერთიანებული სამეფო]]ს წაქეზებით 1826 წლის ივლისში ომის გამოუცხადებლად დაიწყო სამხედრო მოქმედება. [[აბას-მირზა]] 60-ათასიანი არმიით შეიჭრა [[ყარაბაღის სახანო]]ში, აიღო [[განჯა]] და ალყა შემოარტყა [[შუშის ციხესიმაგრე]]ს. სპარსული [[კავალერია|კავალერიით]] საქართველოსკენ დაიძრა [[ალექსანდრე ბატონიშვილი]]. სპარსელებმა ზაფხულის განმავლობაში დაიბრუნეს [[რუსეთ-სპარსეთის ომი (1804-1813)|წინა ომის]] დროს დაკარგული ტერიტორიები და [[ბაქო]]ს მიადგნენ. [[ერევნის სახანო|ერევნის ხანი]] დაემუქრა [[ბორჩალო]]ს.
 
საქართველოს მთავარმართებელმა [[ალექსი ერმოლოვი|ალექსი ერმოლოვმა]] შეძლო ძალების ტავმოყრათავმოყრა და კონტრშეტევაზე გადასვლა. რუსეთის ჯარში მოხალისედ მიდიოდნენ [[ქართველები]]ც. 1826 წლის 3 სექტემბერს ერმოლოვმა [[შამქორის ბრძოლა (1826)|შამქორის ბრძოლა]]ში დაამარცხა ირანელები, ხოლო 13 სექტემბერს დაამარცხა ისინი განჯასთან. აბას-მირზა იძულებული გახდა მოეხსნა შუშის ციხის ალყა, მოგერიებულ იქნა ერევნის ხანის თავდასხმა ბორჩალოზე. კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის შეტევა 1827 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერმოლოვის ნაცვლად დაინიშნა [[ივანე პასკევიჩი]]. პასკევიჩმა 1827 წლის 26 ივნისს დაიკავა [[ნახიჩევანი]], ხოლო 1 ოქტომბერს [[ერევანი]]. ამ გამარჯვების გამო პასკევიჩს ეწოდა მეტსახელი „ერევანსკი“, ხოლო [[თბილისი]]ს მთავარ მოედანს [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|პასკევიჩ-ერევანსკის]] მოედანი. ქართველი გენერლის [[გიორგი ერისთავი (ინფანტერიის გენერალი)|გიორგი ერისთავის]] ხელმძღვანელობით რუსეთის არმიამ გადალახა [[არაქსი]] და შევიდა [[თავრიზი|თავრიზში]]. ამით რუსეთის არმიას გზა გაეხსნა [[თეირანი]]სკენ. ირანის შაჰი იძულებული გახდა მიეღო ზავის პირობები.
 
1828 წლის 10 თებერვალს დაიდო [[თურქმენჩაის ზავი]]. რუსეთის იმპერიას გადაეცა [[ერევნის სახანო]] და [[ნახიჩევანის სახანო]], რუსეთი სრულად გაბატონდა [[კასპიის ზღვა]]ზე, ირნმაირანმა იკისრა 20 მილიონი მანეთის კონტრიბუცია.
 
== ლიტერატურა ==